როდის იცვლის ყველი გემოსა და სტრუქტურას? რაში ცდებიან დიასახლისები? - ნახეთ გავრცელებული შეცდომები და მათი გადაჭრის გზები - Gemrielia.ge

როდის იცვლის ყველი გემოსა და სტრუქტურას? რაში ცდებიან დიასახლისები? - ნახეთ გავრცელებული შეცდომები და მათი გადაჭრის გზები

ყველი ბევრ კერძში ერთ-ერთი შეუცვლელი ინგრედიენტია და გურმანული დელიკატესიც. მაგრამ, ყველამ იცის როგორ გამოიყენოს ყველი ისე, რომ სრულად ისიამოვნოს მისი არომატით?

ხშირად გვავიწყდება, რომ ყველის უნიკალურ ხასიათს ცოცხალი ბაქტერიები ქმნის, რომლებიც მისი შემადგენელი ნაწილია.
ჩვენ ამ რთულ და ძალიან დელიკატურ პროდუქტს ვუყურებთ, როგორც უმარტივეს პროდუქტს, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ შეცდომები დავუშვათ, მაშინ როცა მის გამოყენებას ვაპირებთ ან ვინახავთ.
 

როგორ გამოვიყენოთ ყველი

ყველი პლასტმასის სათავსოში

ყველში არსებული ბაქტერიები ჟანგბადს საჭიროებს.
ხოლო პლასტმასის შეფუთვა ხელს უშლის ჰაერის თავისუფალ დაშვებას და ყველის "დახრჩობას" იწვევს.
რაც იწვევს უსიამოვნო სუნს, აფუჭებს გემოს, მის კონსისტენციას და შესაბამისად მალფუჭებადს ხდის.
ასევე შეუძლებელია, რომ „ჩვენი საგანძური“ შეფუთვის გარეშე ისე შევინახოთ, რომ არ გაფუჭდეს.
ის ხომ სწრაფად კარგავს ტენიანობას.
ამიტომ, არსებობს სპეციალური- ყველის შესაფუთი ქაღალდი, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ჰაერმა გაიაროს და ასევე ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას.
მისი არარსებობის შემთხვევაში უმჯობესია გამოიყენოთ პერგამენტის, ან ცვილის ქაღალდი.

გააგრძელეთ კითხვა...