„კურნავს ძვლებს, ხრტილებს, სახსრებსა და კუნთებს...“ – ნახეთ, როგორ მოვამზადოთ ძვლის ტვინი ბავშვებისთვის
საქონლის ძვლის ტვინი და ხრტილი აღადგენს და კურნავს ძვლებს, ხრტილებს, სახსრებსა და კუნთებს. 100 გრამი საქონლის ტვინი შეიცავს 9,5 გრამ ცილას, 9,5 გრამ ცხიმს, ნახშირწყლები კი მასში საერთოდ არ არის. საქონლის ტვინი დაბალკალორიულ პროდუქტებს მიეკუთვნება, რადგან 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება მხოლოდ 143 კილოკალორიაა. ის ერთ–ერთ პოპულარულ დელიკატესაც მიიჩნევა.
არტალა ჰქვია იმ ნაჭერს, რომელსაც ძვალიც აქვს ხორციც და ტვინიც. მოხარშეთ კარგად არტალა, შემდეგ გადაწურეთ, ძვალს ხორციც კარგი აქვს და ტვინიც, ხორცი გააცალეთ თავისივე ნახარშში, ჩააწყვეთ და გააკეთეთ ხარჩო .ბრინჯით და მწვანილებით. ნამდვილად კარგია ძვლებისთვისაც და ჯანმრთელობისთვის, ნებისმიერ ასაკში.
ძვლის ნახარში ძალიან სასარგებლოა ჩვენი ძვლის სტრუქტურისთვის, ამყარებს და აძლიერებს მას. პირველი ნახარში გადაასხით და მეორე ჩვეულებრივ მიეცით ბავშვს, იმ სახით, როგორც თქვენ გინდათ.
ძვლები ისე უნდა მოხარშოთ, რომ დაიშალოს ძალიან დიდხანს. სწორედ ამ ნახარშით უნდა მოუმზადოთ წვნიანი პატარას.