მრავალფეროვანი ზღვის პროდუქტები, ხორცეული და ვისკი - გემრიელი მოგზაურობა შოტლანდიაში
შოტლანდია - ქვეყანა, რომელიც განთქმულია თავისი ულამაზესი სანაპირო ზოლებით, მთიანი რელიეფებითა და ნაყოფიერი მიწებით. სწორედ ბუნებას უნდა უმადლოდნენ შოტლანდიელები იმას რომ აქ მოყვანილი პროდუქცია ერთერთი ყველაზე ჯანსაღი და ნატურალურია ევროპის სხვა ქვეყნებს შორის. შოტლანდია განთქმულია ზღვის პროდუქტების მრავალფეროვნებით და ევროპაში საუკეთესო ხარისხის თევზეულობა სწორედ აქ მოიპოვება. ყველაზე პოპულარული შოტლანდიურ სამზარეულოში: ორაგულით, ხამანწკებით, კალმახითა და ლანგუსტებით მომზადებული კერძებია. თევზეულობასთან ერთად შოტლანდია სხვა უამრავი გასტრონომიულ საოცრებებითაც იწონებს თავს, მდიდარმა ისტორიამ და კულტურის ფორმირების პროცესმა გავლენა იქონიეს შოტლანდიის კულინარიულ ტრადიციებზე და შექმნეს ის რასაც დღეს შოტლანდიურ სამზარეულოს ვუწოდებთ.
შოტლანდიელები ხორცეულობის დიდი მოყვარულები არიან და ყველაზე პოპულარული ტრადიციული კერძიც ხორცის პუდინგია ქონდარში. საშუალოდ დაბრაწულ ხორცს აზავებენ ქონდრისა და ვისკისგან მომზადებული სოუსით. სუფრაზე მირთმევისას უმეტესად კარტოფილის პიურეს უმატებენ, ასევე გვხვდება ბოლოკითა და სხვა ბოსტნეულობასთან ერთადაც.