რომელი წიწიბურა ჯობია დიეტის დროს - მწვანე, თუ ყავისფერი? - წაიკითხეთ პასუხი - Gemrielia.ge

რომელი წიწიბურა ჯობია დიეტის დროს - მწვანე, თუ ყავისფერი? - წაიკითხეთ პასუხი

 

როგორც ჩანს, მწვანე წიწიბურა საკმაოდ ახალი პროდუქტია ჩვენს სუფრაზე. ბოლო დრომდე არცთუ ისე ბევრს სმენია მის შესახებ. სინამდვილეში, ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები მხოლოდ ნედლ წიწიბურას მიირთმევდნენ და შედარებით ცოტა ხნის წინ დაიწყეს მისი თერმული დამუშავება. ეს ძირითადად გაკეთდა მარცვლეულის წარმოების გაზრდის მიზნით, ნედლი წიწიბურა უფრო რბილია და შესაბამისად - უფრო დაუცველი. ახლა კი, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს მეტი ფიქრი ჯანსაღ კვებაზე, მწვანე წიწიბურას მიმართ ინტერესი განახლდა.

 

 

მწვანე წიწიბურას სარგებელი

 

ყველა დიეტოლოგი თანხმდება, რომ წიწიბურა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ბურღულეულია და დასძენენ, რომ მხოლოდ მწვანე წიწიბურაა ჯანსაღი, ვიდრე ჩვეულებრივი. 

 

ფოსფორი, რკინა, ვიტამინების მთელი კომპლექსი - არასრული ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რასაც ეს უნიკალურ პროდუქტი შეიცავს. კერძოდ, ვიტამინი P და სხვა ფლავონოიდები, რომლითაც მდიდარია მწვანე წიწიბურა, პასუხისმგებელია სისხლძარღვების კედლების სიმტკიცეზე, ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, აძლიერებს ნერვულ სისტემასა და აფერხებს კიბოს წარმოქმნას. მცენარეულ ჰორმონებს აქვთ გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები (ანუ ისინი ხელს უწყობენ ახალგაზრდობის გახანგრძლივებას) და ასევე ზრდიან ორგანიზმის წინააღმდეგობას ვირუსების მიმართ. მწვანე წიწიბურაში შემავალი ომეგა მჟავებსა და ცხიმებს ორგანიზმი მარტივად ითვისებს. ამ მარცვლეულში არის 18 ამინომჟავა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიცაა ლიზინი. 

ის ასევე სასარგებლოა ორსული ქალებისათვის, რადგან მისი მდიდარი ვიტამინი და მინერალური შემადგენლობა ეხმარება მომავალ დედას, შეავსოს საკვები ნივთიერებების დანაკლისი. 

 

მწვანე წიწიბურას გამოყენება მედიცინაში

 

ძველმა ჩინელმა ექიმებმა იცოდნენ წიწიბურას სამკურნალო თვისებების შესახებ. მათი თქმით, მწვანე წიწიბურა აუმჯობესებს პანკრეასის ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ჩინეთსა და ტიბეტში წიწიბურას იყენებდნენ ლაქების მოსაშუშებლად ჭრილობებისა და დამწვრობის მოშუშების დროს, კუჭის ფუნქციების მოსაწესრიგებლად.

 

მწვანე წიწიბურა სასარგებლოა როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის. ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, წიწიბურას რეგულარული გამოყენება ამცირებს პროსტატიტის რისკს. 

 

რეცეპტები წიწიბურას მოსამზადებლად იხილეთ აქ...