მოგზაურობიდან დაბრუნდით და მაცივარში საშინელი სუნი დაგხვდათ? – რჩევები უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად
დასასვენებლად წასული, სახლში ბრუნდები და აღმოაჩენ რომ მაცივარში დარჩენილ საკვებს ისე აუვიდა სუნი, რომ მთელი სახლი მოიცვა – გეცნოთ ეს სიტუაცია? ნამდვილად არასასიამოვნოა, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს გამოცდილი ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ სიტუაციის სწრაფად გამოსწორებაში. მაშ ასე:
1. ნივრის გარჩეული კბილები დადეთ რამდენიმე დღით მაცივარში. შეგიძლიათ ხახვი გაფრცქვნათ, შუაზე გაჭრათ და შეალაგოთ.
2. გაჭრილ ლიმონზე დააყარეთ სოდა და ისე დადეთ მაცივარში. ასევე, ლიმონიანი წყლით გაწმინდეთ.
3. ძმრითა და ლიმონით გაწმინდეთ, შემდეგ ჭიქით ძმარი შედგით. ასევე, ძმარი აადუღეთ და დაგეხმარებათ ოთახიდან სუნის გაყვანაში.
4. გამოიყენეთ რამდენიმე ცალი ვანილი, დაყარეთ პატარა ჭუჭელზე და დადეთ საყინულეში.
5. დაფქული ყავა ჩადეთ მაცივარში და შედეგი თავად გაგაოცებთ, სჭირდება 24 საათი.
6. თუ შედეგს კიდევ უფრო სწრაფად გინდათ მიაღწიოთ. გამოსწიეთ მაცივარი. უკან დაგხვდებათ პლასტმასის პატარა ჭურჭელი, სადაც გროვდება გამომდნარი წყალი. მოხსენით და გაწმინდეთ.