3 რეცეპტი პოპულარული ჩიას პუდინგის მოსამზადებლად - Gemrielia.ge

3 რეცეპტი პოპულარული ჩიას პუდინგის მოსამზადებლად

ამ ბოლო დროს ქართულ სამზარეულოებში ახალი პროდუქტი, ჩია გაჩნდა, რომელიც ქალბატონებს წონის კლებასა და ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაში ეხმარებათ. ჩია - ეს ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ ორგანიზმში მეტაბოლიზმი დაჩქარდეს, ზედმეტი კილოგრამები და ცხიმოვანი ფენები ნელ-ნელა მოსწორდეს.



ჩია არ ახდუნებს! ეს ყველამ უნდა იცოდეს. ის ანაყრებს ორგანიზმს და ჭამის სურვილს ხანგრძლივად უქრობს ადამიანს. კუჭში მოხვედრისას საშუალოდ 12-ჯერ იზრდება. უნდა იცოდეთ, რომ ჩია მედიკამენტი არ არის, ეს ბუნებრივი მცენარის თესლია, რომელიც გემრიელი და სასარგებლოა. ჩიას მარტო ჭამა შეუძლებელია, ის რაიმეს უნდა გაურიოთ.

 

ნახეთ 3 რეცეპტი ჩიას პუდინგის მოსამზადებლად

 

ინგრედიენტები:
 

  • 1 სუფრის კოვზი ჩია
  • ნახევარი ჭიქა იოგურტი
  • სეზონური ხილი


მომზადების წესი:

ჩიას რამდენიმე საათი სჭირდება იმისთვის, რომ გაფუვდეს, დარბილდეს და გემრიელი იყოს. ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი ჩია ჭიქაში, დაამატეთ იოგურტი და დააბლენდერეთ სეზონური ხილი. აურიეთ ეს მასა ფენებად ჭიქაში და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით. დილით მიირთვით.

ალბათ, იფიქრებთ, ერთი ჭიქა ვის უნდა ეყოსო, თუმცა ჩია ნოყიერია და მისმა მოცულობამ არ დაგაბნიოთ.

 

 

ნახეთ დანარჩენი 2 რეცეპტიც