რას იწვევს D ვიტამინის უკმარისობა და რა არის დანაკლისის შევსების ყველაზე სწრაფი საშუალება - Gemrielia.ge

რას იწვევს D ვიტამინის უკმარისობა და რა არის დანაკლისის შევსების ყველაზე სწრაფი საშუალება

 

5 თებერვალს აღინიშნება D ვიტამინის დაბადების დღე. ისტორიაში პირველად 1928 წელს, იგი ხელოვნურად სინთეზირდა გერმანელი ქიმიკოსის ადოლფ ვინდაუსის მიერ.

 

როგორ გაჩნდა D ვიტამინი

 

ჯერ კიდევ 1650 წელს ინგლისელმა ექიმმა გლისონმა აღწერა ბავშვობის დაავადება ძვლის ფორმირების მწვავე დარღვევებით, რომელსაც მან რაქიტი უწოდა.

 

1928 წლის 5 თებერვალს გერმანელმა ქიმიკოსმა ადოლფ ვინდაუსმა მოახდინა ერგოსტეროლის - პროვიტამინი D–ს სინთეზი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების მიერ გადაკეთდა ერგოკალციფეროლად. 

 

 

D ვიტამინის სარგებელი

 

D ვიტამინის ძირითადი ფუნქციაა ძვლის ქსოვილში სრულფასოვანი მინერალური მეტაბოლიზმი. მისი დახმარებით, სხეულში შენარჩუნებულია კალციუმისა და ფოსფორის იონების კონცენტრაცია.

 

D ვიტამინის უკმარისობა იწვევს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის დარღვევას წვრილ ნაწლავში და ძვლის მინერალიზაციის უკმარისობას. ბავშვებში ეს თავს იჩენს რაქიტის სახით და მოზრდილებში ის არის ოსტეოპოროზის, ასევე კუნთოვანი სისტემის მთელი რიგი დაავადებების გამომწვევი. 

 

ასევე, ვიტამინი D მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, იმუნური და ენდოკრინული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მას შეუძლია ხელი შეუშალოს დიაბეტის, ჰიპოთირეოზისა და სხვა ენდოკრინული დაავადებების განვითარებას.

 

ყველაზე ხშირად, D ვიტამინის უკმარისობა ხდება ზამთრის ბოლოს, თებერვალში, როდესაც ჩვენ არა მხოლოდ მზის სხივის ნაკლებობა გვაწუხებს, არამედ შესაძლებლობა არ გვაქვს საკვებიდან მივიღოთ საჭირო რაოდენობით ნივთიერებები. ფაქტია, რომ ვიტამინების რაოდენობა ზამთარში და ზაფხულში საკვებში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი მიღება, როგორც საკვები დანამატის სახით. 

 

 

D ვიტამინი თქვენი ჯანმრთელობისთვის:

 

* ვირუსის რისკს ამცირებს ზამთრის პროდუქტები, რომლებსაც უამრავი ვიტამინები გააჩნია. მიირთვით აუცილებლად ციტრუსი, ბროკოლი, ბროწეული და კომბოსტოს ნაირსახეობა.


* საჭმელთან ერთად მიირთვით მწნილეულიც. მწნილი შეიცავს პრობიოტიკურ ბაქტერიებს და ერთ-ერთი აუკეთესო ანტივირუსია.


* უარი არ თქვათ ნიორზე, ხახვსა და სტაფილოზე - ყველაზე მეტი ანტიბაქტერიული თვისებები ზუსტად ამ ბოსტეულის სახეობებს გააჩნიათ.

* მიირთვით კვერცხი! კვერცხის გული დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ D -ს, მზის სხივის შემდეგ, ყველაზე მეტი რაოდნობით D ვიტამინი კვერცხის გულშია. ამ ვიტამინს ასევე უხვად შეიცავს თევზი, ფორთოხლის წვენი, რძე და სოკო.

* D ვიტამინის გარდა, იმუნურ სისტემას აძლიერებს ასევე C, E, K და A, ვიტამინები