„ცხობის დროს კექსი ფუვდება სასწაულად, ბოლო წუთას კი ვარდება“ – რა შეცდომას უშვებენ დიასახლისები - Gemrielia.ge

„ცხობის დროს კექსი ფუვდება სასწაულად, ბოლო წუთას კი ვარდება“ – რა შეცდომას უშვებენ დიასახლისები

 

კექსის ჩავარდნა შეიძლება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვიოს, შეიძლება არასწორმა ცხობის ტემპერატურამაც იქონიოს გავლენა, მაშინაც კი, როდესაც ინგრედიენტების დოზირება ზედმიწევნით სწორად არის შესრულებული. ძირითადი მიზეზი კი შეიძლება იყოს: 

 

 

ფქვილის დაკლება –  მასა უნდა იყოს ისეთი სისქის, როგორიც მაწონის გათქვეფისას არის. სადაც ათქვეფთ იმ ჯამიდან არც თავისუფლად არ უნდა ჩამოდიოდეს და არც ძალიან უნდა სჭირდებოდეს გადმოსვლაზე თქვენი დახმარება. სქელი არაჟანი როგორიცაა ისეთი უნდა იყოს. 

 

 

შეამოწმეთ გამაფხვიერებლის ვარგისიანობა, ცადეთ მისი შეცვლა, თუ გამუდმებით ერთსა და იმავე გამაფხვიერებელს იყენებთ. 

 

 

არ გამოაღოთ ღუმელის კარი ხშირად, ესეც ერთ–ერთ ფაქტორად შეიძლება იქცეს.