„ქვაბის შიდა ძირი ძალიან დამეწვა, ცეცხლზე მედო და დამავიწყდა, რით ვუშველო?“ – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან
ალბათ, მსგავსი შემთხვევა ყველას მოსვლია, რაც მთავარია ეს დასასრული არ არის და ამ პრობლემასთან გამკლავება შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ ალუმინის ქვაბის მავთულით გახეხვა არ შეიძლება. გიზიარებთ გამოცდილი დიასახლისების რჩევებს:
1. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, გამოშრება ნელ–ნელა და აძვრება მიმწვარი ადგილი.
2. მარილი და წყალი ადუღეთ ცოტა ხნით, ან ლიმონმჟავა ჩაასხით და წამოადუღეთ, სულ მოაშორებს.
3. სოდა დააყარეთ და დაასხით ძმარი, დატოვეთ ერთი ღამე. ერთი ხელის მოსმით გადასძვრება დილით.
4. სოდა ჩაყარეთ, ჟელე ჩაასხით, ცოტა წყალი დაამატეთ და ჯერ გააჩერეთ, შემდეგ კი აადუღეთ.
5.სოდა, ძმარი და ვაშლის კანი აადუღეთ, დატოვეთ გაგრილებამდე. უადვილესად ამოიწმინდება.
6. სარეცხი საპონი კარგად წაუსვით სველი ღრუბლით და გააჩერეთ ცოტა ხნით. შემდეგ ემალის ქვაბი ღრუბლით გარეცხეთ.