„მეტ ვიტამინსა და მინერალებს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი კომბოსტო“ - ნახეთ, რა ვიტამინებს შეიცავს ე. წ. ჩინური კომბოსტო
რა განსხვავებაა ჩინურ კომბოსტოსა და ჩვეულებრივ კომბოსტოს შორის?
კომბოსტოს აქვს სხვადასხვა ფორმა და ზომა. ჩვეულებრივი კომბოსტოს ფოთლები ტალღოვანია შიგნით, ბოლოს კი შექმნიან მჭიდრო ბურთულას. ჩინური კომბოსტო წაგრძელებული ფორმისაა, მისი ფოთლები კიდეებისკენ იშლება; არის ღია მწვანე, ყვითელი ელფერითა და უფრო ტკბილი არომატით, ვიდრე მისი მრგვალი ვარიანტი.
რაც შეეხება კვებით ღირებულებას, ჩინური კომბოსტო მნიშვნელოვნად მეტ ვიტამინსა და მინერალებს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი კომბოსტო. ვიტამინი C და K– ს გარდა, იგი ასევე სავსეა ფოლიუმის მჟავითა და ანტიოქსიდანტებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ბუნებრივი საშუალება ანთებითი პროცესების შესამცირებლად.
რისთვის არის კარგი ჩინური კომბოსტო?
ჩინური კომბოსტო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა კერძში, მიირთვათ უმი, დაქუცმაცებული და დაამატოთ სალათებს, ასევე გამოიყენოთ ნებისმიერ რეცეპტში, რომელიც მოითხოვს მწვანე კომბოსტოს. არის ძალიან ხრაშუნა და გემრიელი. დროა დღის რაციონში შეიტანოთ ჩინური კომბოსტო.