„სპეციალური სხივების გამოყენებით ზრდიან საკვები პროდუქტის შენახვის ვადას“ - როდის ხდება საკვები პროდუქტი რადიოაქტიული და რამდენად უსაფრთხოა
იცოდით, რომ სპეციალური სხივების გამოყენებით რამდენიმე ქვეყანაში ზრდიან საკვები პროდუქტის შენახვის ვადას? რამდენად უსაფრთხოა ასეთი საკვები და რატომ იყენებენ ამ მეთოდს.
დასხივება ერთდროულად რამდენიმე პრობლემას ჭრის:
ეფექტურად გამოჰყავს მიკროორგანიზმები, რომლებიც იწვევენ საკვები პროდუქტის დაავადებას;
ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას;
იცავს პროდუქტს მწერებისაგან;
აყოვნებს ბოსტნეულის (მაგალითად, კარტოფილის) გაღვივების პროცესს; ანელებს ხილის დამწიფების პროცესს, რომ შენახვის ვადა გაიზარდოს.
იგი გამოიყენება საჭმლის სტერილიზაციისთვის, შედეგად შენახვა შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში მაცივრის გარეშე.
დასხივებული საკვები უსაფრთხოა?
პროფესორების თქმით, დასხივება გავლენას არ ახდენს თავად პროდუქტზე. ოფიციალურად ნათქვამია, რომ პროდუქტის თვისებები არ იცვლება. ეს გამოსხივება მოქმედებს ისევე, როგორც ულტრაიისფერი სხივები.
ამერიკელი მეცნიერები 30 წელზე მეტია აფასებენ დასხივებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებას და ამ პროცესს უსაფრთხოდ თვლიან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, USDA-მ და სხვა საექსპერტო ორგანიზაციებმა დაადასტურეს დასხივებული საკვების უსაფრთხოება. ცნობილია, რომ სტერილიზებულ ხორცსა და სხვა საკვებს ნასა-ს ასტრონავტები მიირთმევენ, რათა კოსმოსში საკვებით არ მოიწამლონ.
როგორ მივხვდეთ, მოხდა თუ არა პროდუქტის დასხივება?
დასხივებულ პროდუქტებს ეტიკეტზე უნდა ჰქონდეთ სპეციალური მარკირება - ექსპოზიციის საერთაშორისო სიმბოლო „რადურა“ (Radura), აგრეთვე სიტყვები „შესრულებულია სხივური თერაპია“. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ დასხივებული საკვების ისევე უნდა შევინახოთ, დავამუშავოთ და მოვამზადოთ, როგორც ჩვეულებრივი საკვების.