„როცა ტყემალი არ მაქვს...“ - ემიგრანტი ქალი გვასწავლის, რით ჩაანაცვლოთ ტყემალი ჩაქაფულში - Gemrielia.ge

„როცა ტყემალი არ მაქვს...“ - ემიგრანტი ქალი გვასწავლის, რით ჩაანაცვლოთ ტყემალი ჩაქაფულში

საზღვარგარეთ ყოფნისას, როდესაც ძალიან მოგენატრებათ ჩაქაფული, მაგრამ ტყემალი არ გაქვთ, გახსოვდეთ რომ მისი ჩანაცვლება ლიმონის წვენითაც შეგიძლიათ.

გიზიარებთ დეტალურ რეცეპტს, რომელიც თამუნა რაზმაძეს ეკუთვნის:

დაჭერით ხბოს ხორცი, მწვანილი: მწვანე ხახვი, ოხრახუში, ქინძი, ტარხუნა. დაჭრილი მწვანილი აურიეთ ერთმანეთში.

ქვაბში ძირზე ფენებად დააწყეთ: მწვანილი, ხორცი, მწვანილი, ხორცი, მწვანილი. ასევე, 2 კბილი ნიორი. მწარე მწვანე წიწაკა ( არ დაჭრათ, მთლიანი ჩააგდეთ ), მოაყარეთ მარილი. დაასხით 1 ჭიქა თეთრი ღვინო, 1 ჭიქა წყალი, მიასხით ლიმონის წვენი და დადგით გაზქურაზე. ვინაიდან ხორცი ხბოსია, მალე მოიხარშება და მთელ სახლში სასწაული სურნელი დატრიალდება.