როგორ შევინახოთ პროდუქტები სწორად?
როგორ შევინახოთ პროდუქტები სწორად?

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ქართველი მომხმარებელი მიეჩვია პროდუქტების წინასწარ ყიდვას; კვირის ან თვის მარაგის შევსებას. როგორ შევინახოთ მომარაგებული პროდუქტები სწორად ისე, რომ არ გაგვიფუჭდეს? 

 

რძის პროდუქტები

 

რძის პროდუქტები მალფუჭებად კატეგორიაში გადის. ამიტომაც ყველი, ხაჭო, არაჟანი, თავად რძე და დანარჩენი პროდუქტები მაცივრის ყველაზე ზედა თაროზე უნდა მოვათავსოთ. აქ შეგვიძლია შევინახოთ აგრეთვე ხორცეული და თევზეულიც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი მათ მომზადებას იმავე საღამოს აპირებთ. 

 

მზა კერძები

 

მზა კერძები და გახსნილი კონსერვის ქილები შუა თაროებზე შეგვიძლია მოვათავსოთ. თუმცა აქვე გახსოვდეთ, რომ ქვაბი კარგად უნდა იყოს გაგრილებული, სანამ მაცივარში შედებთ. რაც შეეხება კონსერვის ქილებს, არ ღირს ბევრი ქილით მაცივრის თაროს გადატვირთვა, რადგან ცივი ჰაერის მოძრაობას შეაფერხებს. 

 

ხილ-ბოსტნეული

 

ხილბოსტნეულისთვის ადგილის მიჩენა მაცივარში ყველაზე მარტივია. თუმცა აქვე გახსოვდეთ, რომ ხილიც და ბოსტნეულიც, აჯობებს, გასარეცხი ან კარგად მშრალი შეინახოთ. მწვანილი ქაღალდის ხელსახოცში გახვეული შეინახეთ. მაცივარში არ ინახება კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი და ხახვი. 

 

რა შევინახოთ კარის თაროებში?

 

კარის თაროებზე არ უნდა შევინახოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მალე გაფუჭდება, აქ ხომ ყველაზე ხშირად ხვდება თბილი ჰაერი. აქ შეგვიძლია ჩავალაგოთ კვერცხი (სპეციალურად გამოყოფილ ცხაურაში), მაიონეზი, კეტჩუპი, სხვადასხვა სოუსები; აგრეთვე ის წამლები, რომლებიც სპეციალურ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს; თუკი თაროებს თავსახურიანი განყოფილება გააჩნია, აქ შეგიძლიათ კონტეინერებით ხორცპროდუქტები (ძეხვი, სოსისი) მოათავსოთ. 

 

რომელია წლის ყველაზე ტრენდული მაცივარი?

 

BBC-ის კულინარიული მიმომხილველების თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო და ტრენდული მაცივარი გერმანული Liebherr-ია. გერმანული ხარისხი სამზარეულოს მსხვილი ტექნიკის შემთხვევაშიც თვალსაჩინოა: ტევადი, მრავალფეროვანი რეჟიმებისა და მოსახერხებელი თაროების მქონე Liebherr განსაკუთრებით თანამედროვე ინტერიერებს უხდება. სხვადასხვა ტრენდული ფერებით წარმოდგენილი Liebherr არღვევს მაცივრების შესახებ წარმოქმნილ ყველა სტერეოტიპს და მომხმარებელს ძირეულად ახალ, განსხვავებული სტილის და ფუნქციონალის მქონე ტექნიკას სთავაზობს. 

 

გერმანული ტექნოლოგიური გიგანტის პროდუქციის შეძენა ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსშია“ შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ „გრანდ ელექტრონიქსის“ ხუთივე ფილიალი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-19:00 საათამდე, ხოლო ვებგვერდზე ტექნიკის შეძენა 24/7-ზეა შესაძლებელი.
 

 

R

მასალის გამოყენების პირობები
17 თებერვალი, 2021
ნანახია: 26