„ცივ წყალში ჩააყენეთ, შემდეგ მსუბუქად წამოადუღეთ და შეწვით“ - ნახეთ, როგორ გამოვიყვანოთ ქათამი - Gemrielia.ge

„ცივ წყალში ჩააყენეთ, შემდეგ მსუბუქად წამოადუღეთ და შეწვით“ - ნახეთ, როგორ გამოვიყვანოთ ქათამი

 

ყველასათვის საყვარელი ქათმის ხორცის მომზადების ნაკლებად ცნობილ მეთოდს გვიზიარებს მზია დათუნაიშვილი. ამ ტექნიკით მომზადებული კერძი ნამდვილად დაიმსახურებს დიდ სიყვარულს. 

 

გარეცხილი და  დამუშავებული ქათამი დასერეთ თეძოსა და ფრთების მიდამოებში. ასევე, ბარძაყებზე და მკერდის თეთრ ადგილებში. ქათამი არ ინდა იყოს მსუქანი, 2კგ-ზე მეტი, რადგან გართულდება მისი გაშრობა და გახმობა. შეიძლება არ ეყოს თბილი ჰაერის მასა და დაობდეს ჰაერისთვის მიუწვდომელი ადგილები.

 

დადეთ ზურგით ქვევით და მოაყარეთ მარილი გათეთრდბამდე. მეორე დღესაც დაამატეთ ინტენსიურად მარილი. წინა დღით მოყრილი მარილი გამდნარი იქნება და ხელახლა დაამარილეთ.ასე დაამარილეთ 3–4 დღის განმავლობაში. შემდეგ გადმოატრიალეთ და ზურგის მხრიდან დაამარილეთ. ასევე 3-4 დღე, შემდეგ უკვე შემოაწყვეთ ქათმები საწურზე რომ სითხისგან დაიწრიტოს, 24 საათით. დაიწურება ზედმეტი სითხისაგან და უკვე მზადაა გასაშრობად. ფეხზე მოაბით თასმა და დაკიდეთ ფეხით ღუმელთან, ან გაზის ზემოდან, ისე რომ თბილი ჰაერის მასა ეცემოდეს ირგივლივ. ამ პროცესს სჭირდება 2 კვირა მაინც და თან უნდა აკონტროლოთ დასერილი ადგილები არ გამუქდეს და არ მიეწებოს ერთმანეთს.

 

მზა ხორციით შეიძლება სხვადასხვა კერძების მომზადება. ჯერ ცივ წყალში ჩააყენეთ, შემდეგ მსუბუქად წამოადუღეთ და შეწვით. ინახება ნაჭრის ტომარაში, გრილ ადგილას.

 

არ გამოიყენება მარტის თვის დამთავრების შემდეგ. არც ამ დროის გასვლის შემდეგ არ გამოიყვანება. ის ცივი ამინდის დადგომისთანავე, თოვლიან და ყინვიან ამინდში კეთდება, დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე. თუ ყინვიანი ამინდები გაგრძელდება, შეიძლება ერთი აცმა მოესწროს და გახმეს. წინააღმდდგ შემთხვევაში გაფუჭდება და ლპობას გამოიწვევს.