არის თუ არა შესაძლებელი ყველის კვეთის გარეშე ამოყვანა და რითი შეიძლება ჩანაცვლდეს ის - Gemrielia.ge

არის თუ არა შესაძლებელი ყველის კვეთის გარეშე ამოყვანა და რითი შეიძლება ჩანაცვლდეს ის

 

უცხო ქვეყანაში ყოფნისას, რთულია შეიძინო ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ. ემიგრანტი დიასახლისები გვიზიარებენ ხერხებს, თუ რითი შეძლებთ კვეთის ჩანაცვლებას ყველის ამოსაყვანად. 

 

 

1. აადუღეთ რძე, ჩაასხით ძმარი და დაელოდეთ. ჩვეულებრივი ყველი ამოდის. ასევე, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მაჭიკით.

 

 

2. გაწურეთ მაწონი, სითხე დადგით სითბოში ან დაამატეთ ძმარი და ჩვეულებრივად ამოიღებთ. 

 

 

 

 

3 ცალ კვერცხს დაუმატეთ 200 გრამი არაჟანი. ათქვიფეთ 2 ლოტრა რძე, გააცხელეთ. დაუმატეთ ცოტა მარილი და ჩაასხით კვერცხიანი მასა. მოურიეთ სანამ არ აიჭრება, დაიწყებს შეკვრას. გადაწურეთ და ჩადეთ ფორმაში.

 

 

 

4. გააკეთეთ დვრიტით ყველის დედა. სამ ლიტრიან შრატში ჩაყარეთ ერთი არყის ჭიქა ხორბალი, ერთი მთლიანი კვერცხი, ერთი ჭიქა ძმარი. 1 მუჭა დვრიტა ჩააჭერით და დატოვეთ ერთი დღე–ღამით.