როგორ მზადდება მეგრული კაჭაბე – მწნილი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ - Gemrielia.ge

როგორ მზადდება მეგრული კაჭაბე – მწნილი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

 

კეჟერა ფხალს მეგრულად ხული ჰქვია. გემრიელიას ფეისბუქჯგუფში, ჩვენმა ფუსფუსა დიასახლისებმა გაგვიზიარეს რეცეპტები, თავიანთი გამოცდილებით: 

 

 

1. დამწნილებული ბოლქვი უნდა დაჭრათ პატარა კუბებად და შეაზავეთ ნიგვზითა და ნედლი ქინძით, მარილი და წიწაკა აღარ უნდა, სამყოფად აქვს – ინგა ბერაია. 

 

 

2. ძალაინ წვრილად უნდა დაჭრათ. ნიგოზი და მეგრული აჯიკა დანაყეთ, ან დააბლენდერეთ. ეს მასა გემოვნებით უნდა შეეზავოთ. არ დაგავიწყდეთ წვრილად დაჭრილი მწნილის ღერო და ფურცელიც უნდა დაუმატოთ – ხათუნა კაპანაძე. 

 

 

3. წვრილად დაჭერით კეჟერას მწნილი, დანაყეთ ნიორი და ნიგოზი ოღონდ ნიგოზი მთლად წმინდად არა, წვრილად დაჭრილი ქინძი და ცერეცო, ნახევარ ჩაის კოვზ კვაწარახში ან ნახევარ ღვინის ჭიქა ძმარში. გახსენით და აურიეთ ერთმანეთში. ცხელი მჭადი უხდება ძალიან – შორენა ბალანჩივაძე. 

 

 

4. ნაყოფი დაჭერით ძირიან–ფოთლიანად. გაწურეთ ზედმეტი წყლისგან. ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, მარილი დანაყული (გატარებული) ქინძი წვრილად დაჭრილი, ძმარი (თუ ძაან მჟავე არ არის კეჟერა) სურვილისამებრ დაჭრილი ხახვი, აურიეთ და მიირთვით – მანანა დარასელია.

 

 

5. ნაყოფი დაჭერი კუბიკებად, ჩანაყეთ ქინძი და ნიორი გატარებული ნიგოზი არ დაგენანოთ და კარგად აურიეთ ერთმანეთში. სულ ეს არის, გემრიელად მიირთვით – ნონა გორგაძე.