საფრთხე, რომელიც სწრაფ სუპებსა და ატრიებშია – წაიკითხეთ, რატომ არ შეიძლება მათი ხშირად მირთმევა - Gemrielia.ge

საფრთხე, რომელიც სწრაფ სუპებსა და ატრიებშია – წაიკითხეთ, რატომ არ შეიძლება მათი ხშირად მირთმევა

 

ბოლო პერიოდში რამდენიმე მკითხველმა მოგვწერა ამ თემასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, დავინტერესებულიყავით, კომპეტენტური ადამიანისთვისაც გვეკითხა რჩევა. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ადამიანი აქტიურად, თითქმის ყოველდღიურად იყენებს სწრაფი მომზადების სუფებსა და ატრიებს (ე.წ. ლაფშას), განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ და ზოგიერთი მოზარდი საკუთარი ინიციატივითაც კი ყიდულობს და მშრალადაც კი მიირთმევენ თურმე. მიზეზი მისი პოპულარობისა, გარდა იმისა, რომ იაფია და სწრაფად მზადდება, განსაკუთრებული გემოვნური თვისებებია - რაზეც მწარმოებლებმა კარგად იზრუნეს და ფაქტობრივად, მიიზიდეს მომხმარებლები. თუმცა რა იმალება ამ გემოების უკან, ეგ ცალკე თემაა, ძალიან დამაფიქრებელი დასაგანგაშოც კი მათთვის, ვინც ხშირად მოიხმარს ამ პროდუქტს. 
 

გადავწყვიტეთ, თემა განვიხილოთ ერთ-ერთი, ჩვენს ბაზარზე და მომხმარებლებში ყველაზე პოპულარული და ყველაზე გავრცელებული ნაწარმის მაგალითზე. და გავიგოთ, რა არის ეს სუფები და ატრიები, საიდან წარმოიშვა, როგორ მზადდება, რა შემადგენლობისაა და რა გავლენას ახდენს ადამიანზე.
 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში პირველად შექმნეს სწრაფი მომზადების ატრია, მისი ავტორი კი ანდო მომოფუკი გახდა. მიზანი ის გახლდათ, რომ ომებისგან დაუძლურებული და გაღარიბებული მცხოვრებლები გამოეკვება. ატრია იმდენად გემრიელი და სწრაფი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რომ აზიური ქვეყნების ბაზარი მალე დაიპყრო, მერე კი - მთელი მსოფლიოც. ამომავალი მზის ქვეყანაში მას ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოგონებად მიიჩნევენ. 

 

სულ მალე მისი წარმოება სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს. რისგანმზადდება და რატომ მზადდება რამდენიმე წუთში? გააგრძელეთ კითხვა...