აუცილებელია თუ არა სინამდვილეში წვნიანი ბავშვისთვის და როგორია წვნიანის მომზადების სწორი წესი
წვნიანის ჭამა ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ბავშვიან ოჯახებში აურზაურის მიზეზი. ძალიან ცოტაა ბავშვი, ვინც სიამოვნებით მიირთმევს წვნიანს. მშობლები დაჟინებით ვუმტკიცებთ, რომ ეს აუცილებელია. მართლაც ასე აუცილებელია თუ არა წვნიანი და რისთვის არის ის საჭირო?
რას წარმოადგენს წვნიანი
სუპი - ეს არის თხიერი საკვები, რომელიც 50 პროცენტი წყლისგან შედგება. მისი მოხარშვა ჩვენმა წინაპრებმა 400-500 წლის წინ დაიწყეს, როცა ცეცხლგამძლე ჭურჭელი შექმნეს. ცხელი წვნიანი განსაკუთრებით სასიამოვნო საჭმელია ცივ ამინდში. სასარგებლოა ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის. მაგრამ ზოგიერთი ექიმის წვნიანის ჭამის წინააღმდეგ გამოდის.
იხილეთ უგემრიელესი ბროკოლის წვნიანის მომზადების წესი
აზრთა სხვადასხვაობა
ექიმების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ წვნიანი ეს არის დიეტური საკვები, რომელსაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. მაგალითად მოჰყავთ ქათმის ბულიონი, რომელსაც ბებია ავად ყოფნის დროს გვაჭმევდა. მაგრამ მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ ხორცი ხარშვისას ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს გამოსცემს და ის ბულიონიდან ადვილად ხვდება კუჭში. არც ბოსტნეულის ნახარში მიაჩნიათ დიდად სასარგებლოდ. უმჯობესია მიირთვათ რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული, ვიდრე სუპი. საბოლოოდ, ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, თუ ბავშვს სიამოვნებს წვნიანი, მშობელიც ხედავს, რომ მისი კუჭ-ნაწლავისთვის ის ნამდვილად სასარგებლოა, რა თქმა უნდა, სასურველია, სისტემატურად აჭამოს. მაგრამ არის ბავშვთა კატეგორია, რომელსაც კატეგორიულად არ სურს წვნიანის ჭამა, მეტიც, ვერ იტანს და დაძალების გამო საერთოდ სძულდება კვების პროცესი. გააგრძელეთ კითხვა...