როგორ შევინახოთ ნიგოზი ისე, რომ დიდხანს გაძლოს – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ნიგოზი ისე, რომ დიდხანს გაძლოს – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

ნიგოზი და თხილეული არის პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დიასახლისს დასჭირდეს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. გემრიელიას ფეისბუქჯგუფში დასვეს შეკითხვა, ნიგოზის შენახვასთან დაკავშირებით და ჩვენმა ჯგუფის წევრებმაც არ დააყოვნეს: 

 

 

1. შეინახეთ გატარებული ნიგოზი საყინულეში, კონტეინერით. – ლალი მუმლაძე–გენგაშვილი.

 

 

2.  შეგიძლიათ გარჩეული შეინახით, საყინულეში. კარგად ინახება და არ კარგავს გემოს – თამუნა სანდოძე.

 

 

3. კარგად გარჩეული და გამომშრალი ნიგოზი ჩაყარეთ მშრალ ქილაში და მოხუფეთ. ძლებს წლობით – მაია როსტიაშვილი.

 

 

4. გაატარეთ მარილითა და ცოტა მეგრული აჯიკით. ქილით შეინახეთ მაცივარში – ნანა სალაყაია.

 

 

5. ჯერ ლანგარზე გაშალეთ ხოლმე, რამდენიმე დღით რომ კარგად გამოშრეს და შენდეგ შუშის ქილებში შეინახეთ გრილ ადგილას, რამდენი ხნითაც გინდათ – ნინია მახაარაშვილი.

 

 

6. გადაარჩიეთ ნიგოზი, ჩადეთ ბამბის ნატურალურ ტომარაში, კარგად შეკარით, შემდეგ პარკში ან რამოდენიმე ფენა ქაღალდში და მაცივარში შეინახეთ. საყინულე არ უნდა, ნიგოზმა უნდა ისუნთქოს – მარიანა დანელიანი.