ანალიტიკოსები: „ქართველი ფერმერები უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ ამ კულტურის მოყვანას“ - წაიკითხეთ, თუ სოფლის მეურნეობაში ხართ ჩართული - Gemrielia.ge

ანალიტიკოსები: „ქართველი ფერმერები უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ ამ კულტურის მოყვანას“ - წაიკითხეთ, თუ სოფლის მეურნეობაში ხართ ჩართული

2020 წელს საქართველოდან ფეიხოას ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. მეტიც, East fruit-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით, პროდუქტიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდი მოხსნა. კერძოდ, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით ფეიხოას ექსპორტი 37%-ით გაიზარდა და 449 ტონას (350 ათას აშშ დოლარი) მიაღწია.

 

ამასთან, საქართველოსთვის გაყიდვების მთავარ ბაზრად კვლავ უკრაინა რჩება, სადაც ექსპორტი 14%-ით გაიზარდა და საბოლოო ჯამში, პროდუქტის 60% გავიდა.

 

ამავდროულად, ფეიხოას ექსპორტი ყველაზე მნიშვნელოვნად რუსეთში გაიზარდა, რომელიც ამ ეგზოტიკურ ხილს საქართველოსგან ფაქტობრივად, არ ყიდულობდა. 2020 წელს კი ქართული ფეიხოას გაყიდვების ბაზრებს შორის რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა. მან 109 ტონა შეიძინა. ამრიგად, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ფეიხოას მარაგების მოცულობა წელიწადში თითქმის, 9-ჯერ გაიზარდა.

 

სამაგიეროდ, ქართული ფეიხოას ექსპორტი 2020 წელს სომხეთში 45% -ით შემცირდა, რაც კონკურენციის გაზრდის გამო მოხდა.

 

საქართველოში ფეიხოა ყველაზე პოპულარული სამეგრელოშია, სადაც ეს პროდუქტი თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ზვიად ბობოყაშვილის თქმით, 2020 წელს საქართველოში ფეიხოას მოსავლის ფართობებმა 360-400 ჰექტარს მიაღწია. ამავე დროს, ფერმერები აგრძელებენ წარმოების ზრდას, რადგან ფეიხოა კარგი შემოსავლის წყაროა. ეს ხილი პოპულარულია არა მხოლოდ ექსპორტიორებში, არამედ დიდი მოთხოვნაა საქართველოს შიდა ბაზარზეც.

 

ექსპერტების აზრით, თუ საქართველოში ფეიხოას მოსავლიანობის გაუმჯობესება მოხდება, სრულიად შესაძლებელია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის ბაზრებიდან საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღოს.

 

გააგრძელეთ კითხვა