ერთი შემთხვევა, როცა სახლში მომზადებული მაიონეზი ნაყიდზე საშიშია - რჩევები, თუ როგორ შევარჩიოთ კარგი მაიონეზი
მაიონეზი სალათებისა და სენდვიჩების შეუცვლელი ინგრედიენტია. ნამდვილი მაიონეზის მომზადება მხოლოდ სახლის პირობებში შეიძლება, თუმცა მათთვის, ვისაც სახლში მომზადებაზე დროის ხარჯვა არ სურს, მწარმოებლები მაიონეზის საოცრად ფართო არჩევანს სთავაზობენ. საწარმოო პირობებში ამგვარი სოუსი მიიღება მცენარეული ცხიმების ემულგაციის გზით, კვერცხის, რძის პროდუქტებისა და სხვა სანელებლების დამატებით. მაიონეზი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელიც კვერცხს შეიცავს (მინიმუმ 1%). თუ შემადგენლობაში მხოლოდ ცხიმები, ემულგატორები და რძის პროდუქტებია, საქმე გვაქვს მხოლოდ მაიონეზის სოუსთან.
როგორ ავარჩიოთ კარგი მაიონეზი?
პირველ რიგში დარწმუნდით, რომ შემადგენლობაში შედის კვერცხის პროდუქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ მაიონეზის სოუსი იქნება.
ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტთა კონკრეტიზაციას - უმჯობესია თუ მითითებული იქნება, მაგალითად არა მხოლოდ მცენარებული ცხიმი, არამედ კონკრეტულად ცხიმის სახეობა: მზესუმზირის, ზეითუნის და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ ძალილან სქელი მაიონეზი, სავარაუდოდ ამ კონსისტენციას კრახმალისა და სხვა გამასქელებლების ხარჯზე იღებს. ხოლო თუ მაიონეზი ზედმეტად თხევადია, ესე იგი მასში არ არის საკმარისი რაოდენობით ემულგატორები.
ნებისმიერი მაიონეზის კონსისტენცია უნდა იყოს ერთგვაროვანი. დასაშვებია მხოლოდ ჰაერის ბუშტუკების ერთეული რაოდენობა, მაგრამ თუ ისინი დიდი რაოდენობითაა, პროდუქტი, სავარაუდოდ, გაფუჭებულია.
მაიონეზის ფერი ერთგვაროვანი უნდა იყოს: თეთრი ან კრემისფერი. ზედმეტად ყვითელი შეფერილობა საღებავების გამოყენებაზე მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ მაიონეზი ადვილად არ ფუჭდება, შენახვის პირობები და ვადები აუცილებლად უნდა იქნას დაცული. მაიონეზის რეალიზაციის ვადა დამოკიდებულია მის შენახვის პირობებზე. ამიტომ, მართალია, თანამედროვე შეფუთვის პირობებში აღნიშნული პროდუქტი +18 გრადუსშიც შეიძლება ინახებოდეს, მაგრამ უმჯობესია თუ მაცივარში შევინახავთ და შეძენის დროსაც მაცივრიდან ავიღებთ.
ასევე გახსოვდეთ, რომ არის ერთი შემთხვევა, როცა სახლში მომზადებული მაიონეზი ნაყიდზე საშიშია. ეს მაშინ ხდება, როდესაც კვერცხი ან სხვა ინგრედიენტები არავარგისიანია. ამიტომ, სანამ მაიონეზის სახლში მომზადებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ყველა პროდუქტი ახალი და ჯანსაღია. თუ მაინც ერიდებით კვერცხის გამოყენებას, მაშინ ნახეთ მაიონეზის რეცეპტი, რომელსაც კვერცხი არ სჭირდება და თანაც 30 წამში მოამზადებთ.
რითი ჩავანაცვლოთ მაიონეზი?
თუკი რაიმე მიზეზის გამო არ იყენებთ მაიონეზს, გთავაზობთ სოუსის რეცეპტს, რომელიც უგემრიელესია და რაც მთავარია, ნაყიდი კი არა, თქვენი ხელით არის დამზადებული.
ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
- ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი - 1 ს/კ
- მდოგვი - 1 ჩ/კ
- არაჟანი - 7 ს/კ
- მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
ერთმანეთში შეურიეთ ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი და პილპილი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუმატეთ არაჟანი და კვლავ კარგად აურიეთ.
ეს სოუსი ძალიან უხდება ყველანაირ სალათს, რომელშიც საჭიროა მაიონეზეი. შეგიძლიათ წაუსვათ ბუტერბორდზეც კი.