„ბეზე გარედან გაშრა, შიგნით კი ამიწყალდა..“ მსგავსი შეცდომა რომ აღარ დაუშვათ, დიასახლისები გვირჩევენ - Gemrielia.ge

„ბეზე გარედან გაშრა, შიგნით კი ამიწყალდა..“ მსგავსი შეცდომა რომ აღარ დაუშვათ, დიასახლისები გვირჩევენ

 

ბეზეს რომ ამოიყვანთ, თუ მის გამოცხობას აპირებთ, შიგნიდან რომ არ გაწყალდეს, ბეზე ჯერ წყლის ორთქლზე უნდა მოხარშოთ. დიდ ჯამში ჩაასხით მდუღარე წყალი და ზემოთ მოათავსეთ სხვა ჯამი, ბეზეთი. ურიეთ განუწყვეტლივ, ვიდრე ბეზე კონსისტენციას არ შეიცვლის, უფრო სხვანაირი შესახედი ხდება.ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ, თორემ შიგვე დაშაქრდება.

 

90 გრამ ცილას დაუმატეთ 180გ შაქარი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, გაათბეთ 40 გრადუსამდე ორთქლის აბაზანაზე. როცა შაქარი გადნება, დაიწყეთ მიქსერით ათქვეფა, დაახლოებით 10 წუთით და გამოაცხვეთ 80 გრადუსზე, 3საათით. 

 

ვენტილაცია ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ არ აქვს საცხობ დანადგარს მოწესრიგებული ვენტილაცია, კარები ბოლომდე არ დაუხუროთ რომ კარგად გამოშრეს. 

 

ყველაზე მთავარი ბეზესთვის ორთქლზე ხარშვაა და დანის წვერით ლიმონმჟავა, ოღონდ როცა ამოვა და ჯამიდან არ გადმოიღვრება, მაშინ უნდა დაამატოთ, რომ არ აიჭრას ცილა. ორთქლზე მოხარშული ბეზე არ გაგიწყალდებათ არასდროს .