პროდუქტები, რომლებიც გვაბერებს - რა უნდა ამოიღოთ რაციონიდან 40 წლის შემდეგ - Gemrielia.ge

პროდუქტები, რომლებიც გვაბერებს - რა უნდა ამოიღოთ რაციონიდან 40 წლის შემდეგ

არსებობს პროდუქტები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმში ნაადრევი დაბერება გამოიწვიონ. მათ რიცხვში შედის მარტივი ნახშირწყლები. ისინი არა მხოლოდ აფერხებენ მეტაბოლიზმის პროცესს, არამედ აქვეითებენ იმუნიტეტსაც.

 

კვება და ნაადრევი სიბერე - რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან?

 

დადასტურებულია, რომ არასწორმა კვებამ ან დიეტამ შესაძლოა სხეულის დაბერების პროცესი დააჩქაროს. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა პროდუქტი ჩვენ არა მხოლოდ საჭირო ენერგიით, არამედ მნიშვნელოვანი ელემენტებითაც გვამარაგებს. ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და სხვა. საკვებს შეუძლია ორგანიზმში შექმნას როგორც მჟავე, ასევე ტუტე არე.
როდესაც ორგანიზმში მჟავიანობაა, ქსოვილებში ქრონიკული პროცესი იწყება. უჯრედი კვდება ან მისი ფუნქციონირება მცირდება და ორგანიზმში უჯრედის დისფუნქცია დაბერების პროცესს იწვევს. მჟავიანობა კიდევ ერთ პროცესს ამწვავებს - მიტოქონდრიების მუშაობა ირღვევა. ისინი ადამიანისთვის ბუნებრივად ენერგიის აკუმულატორებად ითვლებიან, გვავსებენ ენერგიითა და საჭირო ჟანგბადით. მჟავიანობის დროს კი ენერგიის გამუმუშავების ხარისხი მცირდება და დეტოქსიკაციის პროცესი იწყება.

 

საშიში პროდუქტები

 

დიეტამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს თქვენს ორგანიზმში, როგორც გაახალგაზრდავების, ასევე დაბერების პროცესში. არსებობს პროდუქტები, რომლებზეც უარი უნდა თქვათ, თუ გინდათ, რომ ორგანიზმის სიჯანსაღე შეინარჩუნოთ.

 

  • მარტივი ნახშირწყლები - ისეთი ტიპის პროდუქტები, როგორებიცაა შაქარი, ცომეული, სხვადასხვა ტკბილეული. ნახშირწყლების ჭარბი რაოდენობით მიღების შემდეგ მიტოქონდრიები სხვა ტიპის მეტაბოლიზმზე გადადიან და მჟავიანობას იწვევენ უჯრედებში. მჟავა ქსოვილებში გროვდება, რაც ქრონიკულ პროცესებს იწვევს. შედეგად ქსოვილი ხდება "დუნე დამოშვებული" და შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზმის დაბერების პროცესი იწყება. კვლევებითაა დადასტურებული, რომ მარტივმა ნახშირწყლებმა შესაძლოა 6 საათის განმავლობაში 50 %-ით შეამციროს ორგანიზმის იმუნური დაცვის პროცესი... კითხვის გაგრძელება