როგორ მოვხალოთ გოგრის გული ისე რომ ადვილად გაიფცქვნას? - Gemrielia.ge

როგორ მოვხალოთ გოგრის გული ისე რომ ადვილად გაიფცქვნას?

 

გოგრის თესლი ერთ–ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად ითვლება. მასში აღმოჩენილია ფიტოსტროლები, ნივთიერება, რომელიც სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს აკონტროლებს, ასევე ამინომჟავები, რომლებიც სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს. B ჯგუფის ვიტამინების მთელი სერია, რომელსაც გოგრის თესლი შეიცავს, ჩვენი ნერვული სისტემისთვის უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

 

გაითვალიწინეთ: შენახვისას გოგრის თესლში სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია მხოლოდ და მხოლოდ იზრდება და არ კლებულობს.

 

 

რა კავშირი აქვს გოგრის თესლს უშვილობასთან? - იცოდეთ ამ პროდუქტის უნიკალური თვისება, რაც აქამდე არც ალბათ გსმენიათ წაიკითხეთ აქ...

 

 

გემრიელიას ფეისბუქჯგუფში დასვეს შეკითხვა: გოგრის გული როგორ მოვხალოთ ისე რომ ადვილად გაიფცქვნას? ჩვენმა გამოცდილმა დიასახლისებმა კი პასუხი არ დააყოვნეს: 

 

 

მოხალეთ თესლები, როდესაც გაცივდება თბილ წყალში ჩაალბეთ ცოტა ხნით. თქვენც შეატყობთ, ადვილად გაირჩევა.

 

 

ცოტა მარილი, ცოტა მჭადის ფქვილი, ოდნავ წყალით დანამეთ და შეწვით ღუმელში, უგემრიელესია.

 

 

დაალბეთ, მოაყარეთ მარილი და ცხელ ტაფაზე დაყარეთ, ნელ–ნელა მოხალეთ. კანი დასკდება და ხელით უკვე ადვილად გაარჩევთ.

 

 

ოდნავ წყლით დაასველეთ, ტილოში გადაახვიეთ რომ სისველე ნაჭერმა შეიწოვოს, შემდეგ ადვილად დაფცქვნით. გააშრეთ და მერე მოხალეთ. გაუფცქვნელს თუ მოხალავთ, ვერ დაარჩევთ.