როგორ გავარჩიოთ ნამდვილი შესქელებული რძე მისი იაფასიანი ორეულისგან - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები
შესქელებული რძე ფართოდ არის წარმოდგენილი მაღაზიის დახლებზე - სხვადახვა ფირმისა თუ სხვადასხვა ქვეყნის წარმოების. იგი საკმაოდ პოპულარული სასურსათო პროდუქტია, ასევე გვხვდება მისი მოხარშული ვარიანტი, რომელსაც ძირითადად საკონდიტრო დანიშნულებით იყენებენ.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გვიზიარებს რჩევებს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ შესქელებული რძის არჩევისას.
„იდეალური იდეალი“ - ყველასათვის საყვარელი ნამცხვრის რეცეპტები
შესქელებული რძის შემადგენლობაში ძირითადად შედის რძე და შაქარი. არსებობს მისი იაფასიანი ვარიანტი,რომელსაც ამზადებენ რძის ფხვნილისგან და სხვადასხვა მცენარის ცხიმისგან (ძირითადად პალმის ცხიმისგან), ასეთი შემადგენლობის პროდუქტს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ შეიძლება ეწოდოს რძის პროდუქტის სახელი, ამიტომ გვხვდება ასეთი დასახელება: „რძის შემცვლელი პროდუქტი“ და სხვა.
თუ გსურთ რომ შეიძინოთ ნამდვილი შესქელებული რძე, ყურადღება მიაქციეთ მის ეტიკეტსა და დასახელებას:
• ნამდვილი შესქელებული რძე უნდა იყოს თანაბარი მოკრემისფო შეფერილობის;
• გადმოსხმის დროს არ უნდა შეწყდეს ნაკადი, არ უნდა გადმოდიოდეს ნაწილ-ნაწილ;
• კოლოფზე უნდა იყოს ხარისხის დამადასტურებელი ნიშანი : ГОСТ 31688-2012 ან ГОСТ 33921-2016.
• ცხიმის შემცველობა უნდა იყოს მინიმუმ 8.5% (არის უფრო დაბალი ცხიმის შემცველობისაც, მაგრამ რაც უფრო დიდია მასში ცხიმის შემცველობა, უფრო კარგი გემოვნური თვისებები აქვს);
• არ უნდა იყოს ზედმეტად ტკბილი.
რეკომედაცია: ჯამრთელობისთვის საშიში არაა მცენარეული ცხიმით დამზადებული სურსათი, მაგრამ მომხმარებელი უნდა არჩევდეს და გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს, რომელს შეიძენს.
თუ მაინც ორჭოფობთ ყიდვისას და გსურთ, რომ თავად მოამზადოთ შესქელებული რძე, გეტყვით, რომ ეს საკმაოდ მარტივია. გიზიარებთ რამდენიმე რეცეპტს, თუ როგორ მოვამზადოთ შესქელებული რძე სახლის პირობებში.