რაც ეს მეთოდი მასწავლეს, ყველაზე ცხიმიან, ჩამჯდარ ლაქებსაც კი წამებში ვაშორებ
ცხიმი და ჩამჯდარი ლაქა სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ, არსებობს რეცეპტი მათთან გასამკლავებლად, რომელიც ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა – თამო მეფიშვილმა გაგვიზიარა. გამოიყენეთ ეს რეცეპტი საცხობი ღუმელისა და ქვაბების გასაწმენდად. აშორებს ცხიმიან ლაქებს კაფელზე, დანა – ჩანგალზე, ჭიქებზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხის შემცვლელადაც. არანაირი ქიმიური საშუალება, მოამზადეთ და შედეგსაც ნახავთ.
ინგრედიენტები:
1. სარეცხი საპონი 150 გრ
2. თბილი წყალი 150 მლ
3. სოდა 100 გრ
სარეცხი საპონი გახეხეთ, დაუმატეთ თბილი წყალი და ათქვიფეთ მიქსერით, შემდეგ დაუმატეთ სოდა და გააგრძელეთ თქვეფვ 3 წუთის განმავლობაში.
მიღებული მასა სარეცხი ღრუბლის დახმარებით წაუსვით ღუმელს და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ სველი ტილოთი გაწმინდეთ ასევე ღუმელის სარკესაც, იდეალურად ასუფთავებს.
შეინახეთ თავდახურულ მინის ჭურჭელში, საკმაოდ ბლომად გამოდის და ინახება დიდი ხნით.