„მაიონეზს ვაკეთებ და არ შესქელდა, რით ვუშველო?“ – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან
სახლში მომზადებული მაიონეზი, რა თქმა უნდა, მეტად სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტია, ვიდრე შეძენილი მზა მასა. თუმცა, ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ეს არაფერია, რადგან ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრები მუდმივად არიან მზად თქვენს დასახმარებლად:
„ერთი საიდუმლოა, მაიონეზის გაკეთებისას საჭიროა ვიწრო და მაღალი ჭურჭელი, ხელის ბლენდერმა უნდა დაფაროს კვერცხის გული, რომ ჩართავთ არ ურევთ, ჯერ იდღვებება გული, მერე ნელ–ნელა ამოწევთ ზევით და გული ემულგაციას დაიწყებს ზეთთან, და ესე ნელ–ნელა, აწევ–ჩაწევით გამოვა მასა. პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის“ – დანელიანი მარიანა.
„კვერცხი დაუმატეთ და აუცილებლად გასქელდება“ – ნათია.
„ზეთი ნელ–ნელა დაუმატეთ და თან ურიეთ, არ დანებდეთ და აუცილებლად გამოვა“ – ია მაღრაძე.
„რძე და პურის ფქვილი მოადუღეთ და კარტოფილის ფქვილი 1ს.კოვზით დაუმატეთ“ – ირინა ჭელიძე.