დღის რომელ მონაკვეთში ჯობს დესერტის ჭამა, რომ არ გავსუქდეთ – რჩევები დიეტოლოგებისაგან - Gemrielia.ge

დღის რომელ მონაკვეთში ჯობს დესერტის ჭამა, რომ არ გავსუქდეთ – რჩევები დიეტოლოგებისაგან

 

ტკბილეული ორგანიზმისთვის ერთ–ერთი საჭირო საკვებია, მასზე სრულად უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ. შაქარი, მცირე რაოდენობით, ადამიანის სხეულისთვის აუცილებელია, ქალისთვის დღეში 50 გრამდე და მამაკაცისთვის 60 გრამამდე, რადგან ის ენერგიის წყაროა, აუმჯობესებს ტვინის მუშაობასა და ფსიქიკურ მდგომარეობას. 

 

 

რაც უფრო დიდი სხვაობა იქნება დროში მიღებულ ტკბილ საკვებსა და ძილს შორის, მით უკეთესია. დღის საათებში მიღებულ დესერტისთვის ორგანიზმს უფრო მეტი დრო აქვს კალორიების დასაწვავად – ამბობს ბეთანი სნოდგრასი, ნიუ იორკის სასწავლო ინსტიტუტის პროფესორი.

 

 

 

 

მეორეს მხრივ, დესერტის მირთმევა ნაშუადღევს დაგეხმარებათ ღამით მეტი ცხიმის დაწვაში. ძილის დროს, თქვენი სხეული დასვენებისა და მონელების რეჟიმშია, ამიტომ უმჯობესი მსუბუქი საკვები მიიღოთ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. 

 

 

გირჩევთ მიირთვათ ტკბილეული ნაშუადღევს, 15.30 – დან 17.00 საათამდე. ერთის მხრივ, სწორედ ამ დროს იწყება კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის წარმოების შემცირება. მეორეს მხრივ, უკვე საღამოა და იწყება მელატონინის, ძილის ჰორმონის, თანდათანობითი წარმოება.