შოკოლადის მინანქრის მომზადების რამდენიმე მეთოდი ჩვენი მკითხველისაგან
ბოლო, დასკვნითი მომენტი ცხობისას ყოველთვის განსაკუთრებული და დახვეწილი უნდა იყოს. ჩვენი აქტიური ფეისბუქჯგუფის წევრი – თამო მეფიშვილი გვიზიარებს შოკოლადის მინანქრის 6 გამორჩეულ და გამოცდილ რეცეპტს. მაშ, ასე:
რეცეპტი 1
შაქარი 100გრ
კაკაო 4 ს/კ
რძე 3ს/კ
კარაქი 50 გრ
მოცემული ინგრედიენტები წამოადუღეთ, ბოლოს დაუმატეთ კარაქი.
რეცეპტი 2 კრემ მინანქარი ( სამარხვო )
წყალი 300მლ
კაკაო 4ს/კ
შაქარი 5ს/კ
ფქვილი 2.5 ს/კ
ზეთი 1ს/კ
მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში, აადუღეთ და ბოლოს დაუმატეთ ზეთი.
რეცეპტი 3
შოკოლადი 100გრ
ნაღები ან რძე 120 მლ.
ინგრედიენტები გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
რეცეპტი 4 სუფლეს ტორტების მინანქარი
შაქარი 250გრ
კაკაო 80გრ
ჟელატინი
რძე ან ნაღები 70მლ
წყალი 100 მლ + 20მლ ჟელატინისთვის
ჟელატინი 8გრ
შოკოლადი 50გრ
თავდაპირველად, 20მლ წყალში დაალბეთ ჟელატინი, ქვაბში მოათავსეთ ინგრედიენტები და წამოადუღეთ, ბოლოს ცხელ მასაში გახსენით ჟელატინი.
რეცეპტი 5.
კაკაო 4ს/კ
შაქარი 3ს/კ
მოხარშული შესქ რძე 3ს/კ
რძე 3ს/კ
ზეთი 1ს/კ
წამოადუღეთ მოცემული ინგრედიენტები, ბოლოს დაუმატეთ ზეთი.
რეცეპტი 6.
კაკაო 3ს/კ
შაქარი 3 ს/კ
არაჟანი 2 ს/კ
კარაქი 50 გრ
წამოადუღეთ მოცემული ინგრედიენტები, ბოლოს დაუმატეთ კარაქი.