შოკოლადის მინანქრის მომზადების რამდენიმე მეთოდი ჩვენი მკითხველისაგან - Gemrielia.ge

შოკოლადის მინანქრის მომზადების რამდენიმე მეთოდი ჩვენი მკითხველისაგან

ბოლო, დასკვნითი მომენტი ცხობისას ყოველთვის განსაკუთრებული და დახვეწილი უნდა იყოს. ჩვენი აქტიური ფეისბუქჯგუფის წევრი – თამო მეფიშვილი გვიზიარებს შოკოლადის მინანქრის 6 გამორჩეულ და გამოცდილ რეცეპტს. მაშ, ასე: 

 

რეცეპტი 1

 

შაქარი 100გრ

 

კაკაო 4 ს/კ

 

რძე 3ს/კ

 

კარაქი 50 გრ

 

მოცემული ინგრედიენტები წამოადუღეთ, ბოლოს დაუმატეთ კარაქი. 

 

 

რეცეპტი 2   კრემ მინანქარი ( სამარხვო ) 

 

წყალი 300მლ

 

კაკაო 4ს/კ

 

შაქარი 5ს/კ

 

ფქვილი 2.5 ს/კ

 

ზეთი 1ს/კ

 

 

მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში, აადუღეთ და ბოლოს დაუმატეთ ზეთი.

 

 

რეცეპტი 3 

 

შოკოლადი 100გრ

 

ნაღები ან რძე 120 მლ.

 

 

ინგრედიენტები გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.

 

 

რეცეპტი 4  სუფლეს ტორტების მინანქარი

 

 

შაქარი 250გრ

 

კაკაო 80გრ

 

ჟელატინი

 

რძე ან ნაღები 70მლ

 

წყალი 100 მლ + 20მლ ჟელატინისთვის

 

ჟელატინი 8გრ

 

შოკოლადი 50გრ

 

 

თავდაპირველად, 20მლ წყალში დაალბეთ ჟელატინი, ქვაბში მოათავსეთ ინგრედიენტები და წამოადუღეთ, ბოლოს ცხელ მასაში გახსენით ჟელატინი.

 

 

რეცეპტი 5.

 

კაკაო 4ს/კ

 

შაქარი 3ს/კ

 

მოხარშული შესქ რძე 3ს/კ

 

რძე 3ს/კ

 

ზეთი 1ს/კ

 

 

წამოადუღეთ მოცემული ინგრედიენტები, ბოლოს დაუმატეთ ზეთი.

 

 

რეცეპტი 6.

 

კაკაო 3ს/კ

 

შაქარი 3 ს/კ

 

არაჟანი 2 ს/კ

 

კარაქი 50 გრ

 

 

წამოადუღეთ მოცემული ინგრედიენტები, ბოლოს დაუმატეთ კარაქი.