იწვევს თუ არა მარილიანი საკვები კენჭების განვითარებას და რომელი მარილიანი საკვების მიღება არ ღირს, თუ უკვე გაწუხებთ კენჭები – რჩევები გიორგი ღოღობერიძისაგან - Gemrielia.ge

იწვევს თუ არა მარილიანი საკვები კენჭების განვითარებას და რომელი მარილიანი საკვების მიღება არ ღირს, თუ უკვე გაწუხებთ კენჭები – რჩევები გიორგი ღოღობერიძისაგან

 

ბიოქიმია - ფარმაკოლოგიის ლექტორმა, გიორგი ღოღობერიძემ, საზოგადოებისთვის ერთ–ერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა და სასარგებლო რჩევები გაგვიზიარა. 

 

 

მარილიანი საკვების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კენჭები. სისხლში მარილის შემცველობა იზრდება, თირკმელი იწყებს ნატრიუმის მოშორებას, რაც საკმაოდ რთული პროცესია. მარილის მიღების დროს ორგანიზმში იზრდება კალციუმის შემცველობაც. ყველაზე გავრცელებული ფორმა კენჭებისა კი არის სწორედ კალციუმის კენჭები. კალციუმი პირდაპირ კენჭებს ვერ იწვევს, ის უნდა მიუერთდეს ოქსალატს, ამ შემთხვევაში კი გარდაუვალია კენჭის წარმოშობა. 

 

 

7 საკვები რომელიც მდიდარია ოქსალატებით: ისპანახი, ნუში, შოკოლადი/კაკაო, ფრი, ტკბილი კარტოფილი, ჭარხალი, მარცვლეულის ფაფა.

 

 

ეცადეთ ეს საკვები მიირთვათ მარილის გარეშე, მაგრამ თუ განსაკუთრებულად გიყვართ ეს საკვები, მაშინ მიიღეთ ყველთან ერთად.