როგორ მოვამზადოთ ლობიანის გულსართი ისე, რომ ჭამის დროს არ დაიფშვნას - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ ლობიანის გულსართი ისე, რომ ჭამის დროს არ დაიფშვნას

ყველასათვის საყვარელი ლობიანის მომზადებისას ერთი პრობლემა იჩენს თავს. მირთმევისას გული იფშვნება და არაკომფორტულს ხდის ჭამის პროცესს. გამოცდილმა დიასახლისებმა გაგვიზიარეს რჩევები შიგთავსის მყარად შესაკრავად:

ღორის ქონი საუკეთესო საშუალებაა მასის შესაკრავად, შეგიძლიათ ზეთი გამოიყენოთ, მთავარია ცხიმი არ აკლდეს.

ერთ–ერთი გამოსავალი კარტოფილია, ჩაახარშეთ და შიგთავსი კარგად შეიკვრება. ასევე, იყენებენ ფქვილსაც.

მოხარშული ლობიო კარგად გადაწურეთ. ნახარში გააჩერეთ რომ დაილექოს. ნახევარ კარაქში და ნახევარ ზეთში მოშუშეთ ბევრი ხახვი, დაუმატეთ ნიორი, ხმელ ქინძი და უცხო სუნელი. ხორცსაკეპში გაატარეთ ლობიო. გატარებულ ლობიოს დაამატეთ მოშუშული ხახვი და ხელით კარგად ჩაზილეთ. შემდეგ დაამატეთ შენახული წვენი ძირში ჩალექილ სქელ მასას, დაამატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.