„როცა ღერღილი არ მაქვს“ - ემიგრანტების რჩევები, თუ როგორ მოვამზადოთ ღომი საზღვარგარეთ - Gemrielia.ge

„როცა ღერღილი არ მაქვს“ - ემიგრანტების რჩევები, თუ როგორ მოვამზადოთ ღომი საზღვარგარეთ

 

მეგრული, ტრადიციული კერძი, შეუძლებელია არ მოგენატროს. ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან გვაძლევენ რჩევებს, თუ როგორ მოვამზადოთ საზღვარგარეთ ღომი ისე, რომ ის მაქსიმალურად მიახლოებული იყოს ნამდვილ გემოსთან: 

 

 

ღერღილი ბრინჯით ჩაანაცვლეთ, სიმინდის ფქვილი მანით შეიძლება ჩანაცვლდეს.. კარგად უნდა დაიშუშოს ბოლოს და ძალიან გემრიელი ღომი გამოვა. 

 

 

საფრანგეთში შეგიძლიათ კუსკუსით მოამზადოთ ღომი. 

 

 

თუ გერმანიაში ან ბარესელონაში ხართ, რუსულ მაღაზიაში ყვითელი სიმინდის ღერღილის შეძენა შეგიძლიათ, აქვე იპოვით ჩასაზელი ფქვილიც. 

 

 

თუ იტალიაში ხართ, იყიდეთ პოლენტა და მოხარშეთ წყალში. ძალიან კარგი და გემრიელი ღომი გამოდის.