როგორ გავყინოთ მწვანილი - ერთადერთი უნივერსალური საშუალება ყველანაირი მწვანილისთვის
მწვანილის გაყინვა შესაძლებელია და ამავდროულად ძალიან კომფორტულია გამოსაყენებლად. მითუმეტეს, ისეთი მწვანილებისთვის რომელიც მხოლოდ სეზონურად ხარობს და საშოვნელად რთულია.
ამ შემთხვევაში, გამოცდილმა დიასახლისმა, ქალბატონმა ინგამ, გაგვიზიარა ბაზილიკოსა და როზმარინის შენახვის მეთოდი.
სავსე ჯამში მოაყარეთ ნახევარი ჩკ მარილი, მოასხით ცოტა სიმინდის ზეთი, შეიძლება ნებიმსიერი სხვა, დავაბლენდერეთ. შედეგად, დაბლენდერებული მასა ცოტა გამოდის. გადაანაწილეთ 2 პაკეტში, სუშის ჩხირით გაუკეთეთ გამყოფი ზოლი, იმ შემთხვევაში თუ ნახევარი დაგჭირდებათ და არა მთლიანი პაკეტი და შედგით საყინულეში. თუ დაგჭირდებათ ნახევარი, დანით გადაჭერით (გაყინული), დანარჩენი დააბრუნეთ უკან. გამლღვარი არის ისეთივე როგორც ახლად მომზადებული. გემო, არომატი, არანაირად არ იცვლება.
შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა კონტეინერები, მაგრამ დიდ ადგილს იკავებს. ეს პაკეტები კი ძალიან პრაქტიკულია და კომფორტულიც, გამოიყენებთ და გადააგდებთ.
ნებისმიერი მწვანილი, ნესბისმიერი კომბინაციით, შეგიძლიათ ამ მეთოდით შეინახოთ. როდესაც დაახლოებით იცით რომელი მწვანილი რისთვის გჭირდებათ, მაგალითად გარკვეული სადილისთვის ქინძი, ოხრახუში და რეჰანი, გააკეთეთ და პაკეტს დააწერეთ რა შიგთავსი აქვს, მეორე პაკეტი მაგალითად ქონდარი და ქინძი (ლობიოსთის, ფარშისთის), დააწერეთ რომელი მწვანილებია. ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი მეთოდია ნებისმიერი დიასახლისისთვის.