როგორ გავახმოთ და დავფქვათ სურნელოვანი ზაფრანა ისე, რომ ფერი და სუნი შეუნარჩუნდეს? - Gemrielia.ge

როგორ გავახმოთ და დავფქვათ სურნელოვანი ზაფრანა ისე, რომ ფერი და სუნი შეუნარჩუნდეს?

 

ეს სანელებელი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა და ძალიან უხდება ნებისმიერ კერძს, განსაკუთრებით კი ხარჩოს. გამოცდილმა დიასახლისებმა გაგვიზიარეს თავიანთი მეთოდები და რჩევები: 

 

 

ჩრდილში ჩამოკიდეთ და გახმება, შემდეგ შეაჭერით ყვავილები, დაყარეთ ცხელ ტაფაზე წამიერად და გადმოიტანეთ ტილოზე, გაციებული დაფქვით. 

 

 

მოაჭერით ფოთლები, გაფინეთ და აუცილებლად ჩრდილში გააშრეთ, რომ ფერი შეინარჩუნოს. თუ ჩირის საშრობი გაქვთ იქაც შეგიძლიათ გააშროთ და თუ გნებავთ მაშინვე დაფქვით შეგრილებული, ან ტილოს ცელოფანში ჩაყარეთ და საჭირო დროს დაფქვით. საუკეთესოდ ინახება, ჩვეულებრივი ფერისაა. ჩრდილში გაშრობა მნიშვნელოვანია, მზე არ უნდა მოხვდეს. ასევე შეგიძლიათ გააშროთ პიტნა, ტარხუნა, ქინძი. 

 

 

თესლები აშავებს და გირჩევთ არ შეურიოთ. კარგად გაახმეთ და ცხელ ღუმელში გამოაშრეთ, ან ხელით დაფშვენით, ან საფქვავში დაფქვით და შუშის ქილაში შეინახეთ. პლასმასი არ უხდება, ინესტება.