მცენარე, რომელიც ორაგულზე 2-ჯერ მეტ ომეგა 3-ს შეიცავს - წაიკითხეთ ყველაფერი, რაც ჩიას თესლზე უნდა იცოდეთ
ჩიას თესლი უძველესი დროიდან არის ადამიანის საკვებ რაციონში, ის მექსიკური წარმოშობისაა და ძირითადი საკვები პროდუქტი იყო მაიას ტომისა და აცტეკებისათვის.
მის შემადგენლობაში შედის სხვადახვა მიკრო და მაკრო ელემენტები, ვიტამინები, ომეგა 3, მცენარეული ცხიმები:
✅ვიტამინი-A1
✅ვიტამინი-B1
✅ვიტამინი- B2
✅ვიტამინი-B3
✅ვიტამინი-PP
✅ვიტამინი-K
მისი შემადგენლობის 40% არის ბოჭკო, ამის გამო ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბოჭკოსშემცველი მცენარეა. იგი ასევე ხასიათდება ცილის დიდი შემცველობით, რაც ბევრი მცენარისგან გამოარჩევს.
ასევე ჩიას თესლშია შეუცვლელი ამინომჟავა ომეგა 3, რომელიც თევზთან შედარებით უფრო მაღალია. ასევე, ჩიას თესლი ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა.
უგემრიელესი ჩიას პუდინგის რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
მისი სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია:
❇️არეგულირებს წონას;
❇️არეგულირებს არტერიულ წნევას;
❇️არეგულისრებს სისიხლის სიბლანტეს, რაც თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს.
❇️ამცირებს გულის დაავადებების რისკს
შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს და ცილებს, რაც ძვლების ჯამრთელბისთვის მნიშვნელოვანია.
მიღების წესი: რეკომენდებულია ერთი სუფრის კოვზი დღეში. გაითვალისწინეთ, რომ ის სითხის მაღალი შეწოვის უნარით გამირჩევა და მიღებამდე სასურველია წყალში დაალბოთ.
ავტორი: ირაკლი არაბული