კერძი, რომელიც საუკუნეებს ითვლის - უგემრიელესი უელსის რეარბიტსის სწრაფი რეცეპტი შეფისგან
„უელსის რეარბიტსი“ უელსის ნაციონალური კერძია. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის. 3 სექტემბერი კი უელსში, „უელსის რეარბიტსის“ საერთაშორისო დღედ არის აღიარებული. მის მოსამზადებლად საჭიროა პურის ნაჭრები, რომელზეც შაშხი, დამდნარი ყველი სხვადახვა ინგრედიენტების სოუსთან ერთად უნდა გამოცხვეს. კერძი არაჩვეულებრივი გემოთი და არომატით გამოირჩევა. საუკუნეების მანძილზე, კერძის დასახელებემ დიდი ცვლილებები განიცადა. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში, მას caws pobi ეწოდებოდა, რაც შემწვარ ყველს ნიშნავს. მე-17 საუკუნეში ის „უელსის რებიტის“ (უელსის კურდღელი) დასახელებით გვხვდება. ისტორიკოსები ამ ფაქტს იუმორით ხსნიან, კერძოდ კი, იმ პერიოდში დიდ ბრიტანეთში, სხვადასხვა კერძსა თუ პროდუქტს რეგიონისთვის დამახასიათებელი, თუმცა კონკრეტულად პროდუქტისთვის უჩვეულო სახელს არქმევდნენ. სწორედ ასე აიხსნება კერძის დასახლებაში სიტყვა „კურდღლის“ არსებობა მიუხედავად იმისა, რომ მის შემადგენლობაში კურდღლის ხორცი სულაც არ შედის.
მე-18 საუკუნეში კერძის დასახელებამ კიდევ ერთხელ განიცადა ცვლილება და საბოლოოდ ეწოდა სახელი, რომლითაც დღეს ვიცნობთ მას - „უელსის რეარბიტსი“. სწორედ ამ დასახელებით გასცდა კერძი საზღვრებს და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაიწყეს მისი მომზადება. „უელსის რეარბიტსი“ ასევე პაბების ფავორიტი კერძია.
ნოყიერი, გემრიელი, არომატული და სწრაფად მოსამზადებელი „უელსის რეარბიტსის“ რეცეპტს „ნიკორა“ და შეფი თამთა კიკალეიშვილი წარმოგიდგენთ. სცადეთ თქვენც!