როგორ მოვამზადოთ ჯონჯოლი ისე, რომ მადისაღმძვრელი გემო და სითეთრე არ დაკარგოს - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ ჯონჯოლი ისე, რომ მადისაღმძვრელი გემო და სითეთრე არ დაკარგოს

 

ჯონჯოლის შენახვისას შეიძლება წააწყდეთ შემდეგ პრობლემებს, როგორიცაა დაშრობა, ფერის შეცვლა. გამოცდილმა დიასახლისებმა გაგვიზიარეს რჩევები და მეთოდები ჯონჯოლის საუკეთესოდ შენახვისათვის: 

 

 

როდესაც დაკრეფთ ყვავილებს, მდუღარე წყალში ჩაყარეთ, სულ რამდენიმე წუთით, რომ მოიწალოს და შემდეგ თერთი და ქათქათა დარჩება. 

 

 

 

 

 

ახალმოკრეფილი გაშალეთ ერთი დღე, მეორე დღეს ადუღებული წყალი დაასხით და გააჩერეთ გაცივებამდე, შემდეგ გაწურეთ მაგრად და ჩატენეთ ქილაში. მოთავსებისას მარილი ფენა–ფენად კარგად მოაყარეთ და ბოლოს ერთი სუფრის კოვზი ძმარი დაამატეთ. თავზე არ მოუჭიროთ, დრო და დრო დაამატეთ მარილიანი წყალი და როცა დაიკლებს და აღარ დაჭირდება დამატება, მხოლოდ ამის შემდეგ მოხუფეთ. 

 

 

დაასხით მდუღარე წყალი და ორ წუთში ამოყარეთ. გაშალეთ გასაგრილებლად, შემდეგ გაწურეთ მსუბუქად და ჩატენეთ მინის ჭურჭელში. ფენა-ფენად მოაყარეთ ბლომად მარილი და ლიმონმჟავა. 3 ლიტრიან ქილას უნდა 2 ჩაის კოვზი. ზევიდან დაადეთ ალუბლისა და მუხის ტოტები. დადგით გრილ ადგილას. თუ წყალი დააკლდება, აუცილებლად დაამატეთ მარილწყალი. როდესაც წყალი აკლდება, სწორედ მაშინ რბილდება და შავდება. ასე შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი მწნილი. მხოლოდ სუნელები უნდა სხვადასხვა.