„აჭარულის მომზადების დროს ყველი დამეწვა, რამე ხერხი ხომ არ იცით?“ – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან
ყველასათვის საყვარელი აჭარული ხაჭაპურის მომზადებისას ერთ–ერთი უსიამოვნება, რაც შეიძლება გადაგხდეთ, არის ის რომ შეიძლება ყველი დაგეწვათ. გამოცდილმა დიასახლისებმა გაგვიზიარეს ამ პრობლემის თავიდან არიდების ხერხები:
აჭარული ხაჭაპურის მომზადებისას, ყველს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ გადაწყვეტთ სულუგუნით მომზადებას, როგორც კი გვერდები ოდნავ შეებრაწებ, მაშინვე კვერცხი გაუკეთეთ და 3 წუთით გააჩერეთ.
ყველი ხელით დაფშვენით და შეურიეთ რძე, ისე რომ თხევადი მასა გამოვიდეს. ყველი გვერდებშიც ჩააყარეთ და ისე გადაახვიეთ.
ცხობამდე, ყველის შემდეგ კარაქი დაადეთ. ხოლო, ნახევრად გამომცხვარზე კვერცხი და ყველიც არ დაიწვება, მხოლოდ ჩადნება.
ჯერ ცომი უნდა შედგათ ცოტა ხნით. ყველი ძალიან მშრალი არ უნდა იყოს, ცოტა იმერული, ცოტა სულგუნი ან მთლიანად იმერული და არ დაიწვება. შეგიძლიათ შეურიოთ ცოტა არაჟანი, ან მაწონი. მოურიეთ ყველში და არ დაიწვება.