„ეს რეცეპტი ერთმა ებრაელმა პროფესორმა ჩუმად ასწავლა, ექიმებმა არ გამიგონო “ – დიაბეტის ხალხური, გამოცდილი და წარმატებული რეცეპტი
სოციალურ ქსელში ძალიან ემოციური და ამავდროულად სასარგებლო სტატუსი გავრცელდა: „ჩემო მეგობრებო ვდებ დიაბეტის ხალხურ, გამოცდილ და წარმატებულ რეცეპტს, მამას შეხვდა 45 წლის ასაკში და ასე ვუმკურნალეთ, 83 წლის ასაკში დაიღუპა ისე, რომ დიაბეტს არ შეუწუხებია“ – ტიტე კვარაცხელია.
დაიწყეთ ქონდარის ნაყენით: საღამოს, აიღეთ მტკაველის ზომა გამხმარი ბაღის ქონდარი ფესვიანად, ერთი ღერი, თუ არაა ფესვიანი არაუშავს, მაგრამ უკეთესია ფესვით. გაავლეთ წყალი, თუ თქვენ გაახმობთ ზაფხულში, გარეცხეთ და სუფთად შეინახეთ, გავლება აღარ დასჭირდება. აადუღეთ ემალის ჯამში 0.5 ლ. წყალი და სანამ ცეცხლს ჩააქრობთ ჩააგდეთ, გამორთეთ და შეფუთეთ, დილით გაყავით სამად და დალიეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. პარალელურად მკაცრი დიეტა კი გეცოდინებათ. ახლა გადავიდეთ მთავარზე.
კაკალი რომ გაყვავდება და ნეკათითის ფრჩხილისოდენა, ან ცოტა დიდ ნაყოფს გაიკეთებს, 50 ცალი გაწმინდეთ, არ გარეცხოთ. ჩაყარეთ 3 ლიტრიან ქილაში და დაასხით სამედიცინო სპირტი იმდენი, რომ კარგად დაფაროს. დაახურეთ მჭიდროდ თავზე და დადეთ გრილ სარდაფში, მიწაზე, სიბნელეში. გააჩერეთ 40დღე, შემდეგ გადაწურეთ და ეს უებარი ნაყენი დილა–საღამოს ჭამამდე 15- წუთით ადრე დალიეთ, 15- 20 წვეთი, მცირე წყალში გახსნილი. ესაა ერთი კურსი, რა თქმა უნდა, დიეტა მთავარია.
„ შეგიძლიათ მეორე წელსაც გაიმეოროთ. მამას ერთმა უშველა. ქონდრის ნაყენს კი დედა წლები მაინც ასმევდა, დიეტა მამას აღარ დასჭირვებია 2 წლის მერე და არც დიაბეტს შეუწუხებია. ეს რეცეპტი ერთმა ებრაელმა პროფესორმა ჩუმად ასწავლა, ექიმებმა არ გამიგონო. ეს ნაყენი ძალიან კარგად მოქმედებს ახალ შეძენილ დიაბეტზე, ერთი კურსიც არაა საჭირო. ჯერ არავის უთქვამს ვისაც ვასწავლე არ მიშველაო. ეს ნაყენი წარმატებულად გამოიყენება იგივე სახით, ჩიყვის სამკურნალოდ. გამოცდილებიდან ვწერ ამ ყველაფერს. გისურვებთ ჯანმრთელობას“ – ტიტე კვარაცხელია.