როგორ მოვამზადოთ ზეთისხილის მარინადი – რეცეპტები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ ზეთისხილის მარინადი – რეცეპტები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

ეს მარადმწვანე, სუბტროპიკულ ხეხილოვანი მცენარე, ბევრისათვის საყვარელი საკვებია. ამშვენებს ნებისმიერ სუფრას და განსაკუთრებით უხდება სხვადასხვა კერძს. გამოცდილმა დიასახლისებმა კი გაგვიზიარეს ზეთისხილის მარინადის მომზადების რამდენიმე მეთოდი: 

 

 

1. ზეთისხილი დასერეთ, მოაყარეთ ბევრი მარილი, ჩაყარეთ ნაჭრის ტომარაში. დადეთ და ზედ დაადეთ ფიცარი, რომ მწარე წვენი გაუვიდეს. როცა წვენი გადავა, წყალი გადაავლეთ და ემალის ქვაბში, მარილწყალში ჩაყარეთ. ასე შიძლება მეორე წლამდეც კი გაძლოს. წყალმა შეიძლება ზემოდან თეთრად მოიკიდოს, მაგრამ ასე ხშირად ხდება. 

 

 

 

2. თუ მწვანე ზეთისხილია, დაასხით წყალი და ყოველ 24 საათში გადაღვარეთ და ისევ დაასხით.1 თვის შემდეგ მარილი გაუკეთეთ, ორეგანო და დაფარეთ ზეითუნის ზეთით.

 

 

 

3. თუ ზეთის ხილი მწიფეა და მოშავო, ჩაყარეთ ნაჭრის ტომარაში და 1 კილო დაამატეთ ორ სუფრის კოვზ მარილს. თავი კარგად მოუკარით და საწურზე დადეთ. ყოველ მეორე დღეს შეარხიეთ და ისევ შეუკარით თავი. მეორე მხარეს დადეთ, ისევ დაადეთ სიმძიმე. დროთა განმავლობაში წვენს გამოუშვებს.

 

ესე გამოდის როგორც ჩირი. როდესაც სიმწარე სრულად გაუქრება, შეანელეთ,  ან მხოლოდ ზეითუნის ზეთში ამოვლებული შეინახეთ გრილ ადგილას.

 

 

 

4. დაჩხვლიტეთ ჩხირით ზეთის ხილი,  ჩაყარეთ შუშის ჭურჭელში, დაასხით ცივი წყალი. 30 დღის განმავლობაში ყოველდღე უცვალეთ წყალი, სიმწარე რომ გამოიტანოს. ამის შემდეგ, გაამზადეთ მარილწყალი გემოვნებით. თუ გინდათ პიკანტური გემო ჰქონდეს –  დაამატეთ ლიმონის წვენი, გემოვნებით. დადგით ბნელ ადგილას. 10-12 დღეში მზად იქნება.