„გეტყვით, როგორ დავიკელი 55 კგ, სულ ვიცავთ 3 წესს...“ - აკაკი საღინაძე თავის გამოცდილებასა და რჩევებს გვიზიარებს - Gemrielia.ge

„გეტყვით, როგორ დავიკელი 55 კგ, სულ ვიცავთ 3 წესს...“ - აკაკი საღინაძე თავის გამოცდილებასა და რჩევებს გვიზიარებს

არასასურველი წონის პრობლემა მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. ზოგი ჭარბ წონას დიეტებით ებრძვის, ზოგი ფიზიკურ დატვირთვას ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი უბრალოდ ეგუება არასასურველ რეალობას. რაც უნდა იყოს, იმ ადამიანთა ისტორები, რომლებმაც ცხოვრების წესის შეცვლა გადაწყვიტეს და თავს უკეთესად გრძნობენ, ყოველთვის მოტივაციის მომცემია.

 

სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე, რომელმაც 55 კგ-ს დაკლება შეძლო, თავის გამოცდილებასა და რჩევებს გვიზიარებს.

 

„მოკლედ, ძვირფასო მეგობრებო, რადგან ბევრ თქვენგანს აწუხებს შეკითხვა, როგორ მოვიკელი 55 კილო, ერთიანად გიპასუხებთ აქ და მოგცემთ რჩევებს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებით.

 

ვისთვისაც საინტერესოა, სმენა იყოს!

 

სულ ვიცავთ 3 წესს, კვებითსა და ფსიქოლოგიურს:

 


1. ვაყენებთ წამზომს და ვჭამთ ყოველ 2,5 სთ-ში.


- არ ვჭამთ არანაირ ცომეულსა და დესერტებს;


- ჭამისას ვიკვებებით ნოყიერად, რაც შეიძლება მეტი მწვანე პროდუქტითა და შედარებით ნაკლები ნახშირწყლებით (წიწიბურა, კარტოფილი, ბრინჯი), მცირე დოზით შეიძლება.


- პირადად გირჩევთ, რომ სალათის ფურცელი, ბროკოლი, კინუა არის ძალიან კარგი ალტერნატივა მძიმე ცომეულისა კერძთან დასაყოლებლად.


ჩემით ვკულინარობ სახლში და ინტერნეტში უამრავ საინტერესო კერძს ნახავთ.


2. ჭამიდან 1 საათში ვსვამთ წყალს (დღიურად 3 ლ), ზოგადად გაზიან და ცივ სასმელებს თუ ჩაანაცვლებთ წყლით, დიდ აღმოჩენასთან მიიყვანთ თქვენს ორგანიზმს.

 

3. ასეთი ფსიქოლოგიური ფორმულა არსებობს ლამის მეცნიერებებში, რომ ადამიანს 5 კვირა სჭირდება შეეჩვიოს ამ სირთულის რეჟიმს.

 

პირველად რომ მოვისმინე ეს მეთოდი, იქვე ვიწამე და კარგადაც გამომადგა 6-თვიან კლების გზაზე.

 

საღამოს 8-ზე ვცდილობ ვჭამო ბოლოჯერ, დღემდე მეშინია, რომ არ ავუშვა აფრები, მაგრამ როგორღაც ვუძლებ, ფიტნესსაც ვუმატებ ეს ბოლო თვეა და თუ მოინდომებთ უმტკივნეულოდ შეგიძლიათ წონის პრობლემის დალაგება, რაც გაგხდით უფრო ჯანსაღს და არა ლამაზს, ეს ისედაც ხართ), მოგცემთ მეტ ენერგიას, შეგმატებთ საქმის კეთების ხალისს, ასაკს შეხვდებით ნაკლები პრობლემებით და დედამიწასაც ნაკლებად დაამძიმებთ.

 

ბოლო-ბოლო ჭამის კულტურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გონებისო.“