მწვანე ხახვი, ნიორი სტაფილო... და კიდევ 5 საჭმელი მცენარე, რომლებსაც წყლიან ჭიქაშიც კი გაახარებთ
ოთახის მცენარეები ნებისმიერ სახლს დამატებით სიმყუდროვეს სძენს. თუმცა ყველას როდი უყვარს მიწაში ქექვა, ჰოდა, სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არსებობს ისეთი მცენარეები, რომლებიც წყლის ჭიქაშიც მშვენივრად ხარობენ.
მწვანე ხახვი
ეს ბოსტენული ძალიან მარტივად ხარობს ფანჯრის რაფაზე. საამისოდ საჭიროა მხოლოდ ხახვის წყალში მოთავსება.ამის თქმა მარტო ხახვზე როდი შეიძლება, არსებობს კიდევ მრავალი მცენარე, რომელიც მშვენივრად უძლებს სპარტანულ პირობებს.
ნიორი
თქვენ დაგჭირდებათ არც თუ ღრმა ჭურჭელი. ჩაასხით მასში ცოტა წყალი, მოათავსეთ ნივრის კბილიდა ძალიან მალე გამოიღებს ნაყოფს, რომელსაც თავისუფლად მოიხმართ საყვარელი კერძის კეთების დროს.
ჩინური კომბოსტო
მეორენაირად მას პეკინურ კომბოსტოს უწოდებენ. შეგიძლიათ ამ კომბოსტოს ახალი ფოთლების გამოღებაში დაეხმაროთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ კომბოსტოს ქვედა ნაწილი შემოგრჩათ.
მოათავსეთ კომბოსტოს ფესვი წყლიან ჭურჭელში და დაელოდეთ, როდის გამოიღებს ახალ ფურცლებს. გააგრძელეთ კითხვა...