იცით თუ არა, რომელი ტაფა რომელი კერძისთვისაა განკუთვნილი? - Gemrielia.ge

იცით თუ არა, რომელი ტაფა რომელი კერძისთვისაა განკუთვნილი?

 

ინტერნეტში უამრავი სტატიაა იმის შესახებ, თუ როგორ შევარჩიოთ ტაფა, რა მახასიათებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა მასალისგან უნდა იყოს ის დამზადებული, რათა მასში მომზადებული კერძი უსაფრთხო და ჯანსაღი იყოს. ცნობილი შეფმზარეულები აგრეთვე გვასწავლიან იმასაც, თუ რომელი კერძი რომელ ტაფაში უნდა მომზადდეს, იმისათვის, რომ განსაკუთრებულად გემრიელი გამოვიდეს და მზადების  პროცესიც კიდევ უფრო კომფორტული გახდეს.


ორყურიანი, ქვაბისებური, ღრმა ტაფა 

 

 

ასეთ ტაფაში, როგორც წესი, საქონლის ხორცი მზადდება ბოსტნეულის გარნირით. ქვაბისებურ ტაფაში ტემპერატურა თანაბრად ნაწილდება როგორც ძირთან, ისე - სახურავთან. შესაბამისად, მოსახრაკი თუ მოსათუში პროდუქტები სწორედ ასეთი ტიპის ტაფაში უნდა მოვამზადოთ. 

 

ორყურიანი, საშუალო სიღრმის ტაფა

 

 

ასეთი ტაფა განკუთვნილია დაბალ ცეცხლზე მომზადებისთვის. იგი მალე ცხელდება და სტაბილურ ტემპერატურას დიდხანს ინარჩუნებს, ამიტომაც, მასზე უნდა მოვამზადოთ ისეთი კერძები, რომელთაც დაბალი ცეცხლი და ნელ-ნელა მომზადება სჭირდებათ. მაგალითად, სქელი წვნიანები, ჩაშუშული ან ღუმელში გამომცხვარი კერძები და სხვა. 

 

ცალსახელურიანი ბრტყელი, ფართო ტაფა

 

 

ასეთი ტაფები იდეალურია თხელი ბლინების ან ალადების გამოსაცხობად. ამ ტაფას მინიმალური რაოდენობის ცხიმი სჭირდება (ან საერთოდ არ სჭირდება). ის დღის გემრიელად დასაწყებად, დილის საუზმისთვისაა შეუცვლელი.

 

ცალსახელურიანი ბრტყელი პატარა ტაფა

 

 

ეს ტაფა ომლეტებისთვისაა განკუთვნილი. დილის საუზმის კიდევ ერთი იდეალური დამხმარე არ იკრავს კერძს და მოსამზადებლად ცხიმი საერთოდ არ სჭირდება. 

 

ცალსახელურიანი ღრმა ტაფა  

 

 

აღნიშნული ტაფა არის ყოველდღიური მოხმარებისთვის - კარტოფილი, პასტა, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი - ამ ჭურჭელში ყველაფრის მომზადებაა შესაძლებელი. 

 

ფართო, ორყურიანი, ბრტყელი ტაფა

 

 

ასეთი ტაფები, ძირითადად, ზღვის პროდუქტების მოსამზადებლად გამოიყენება. თუმცა საქართველოში მას ცომეულის გამოსაცხობადაც წარმატებით იყენებენ. ისინი სწრაფად ცხელდება და სწრაფადვე გრილდება. 

 

ვოკი

 

 

და ბოლოს, ვოკი, რომელიც ნელ-ნელა საქართველოშიც ძალიან პოპულარული ჭურჭელი ხდება, რადგან ქართველი გურმანები აზიურ სამზარეულოს უფრო და უფრო  ახლოს ეცნობიან. მომრგვალებულზედაპირიანი, ღრმა ვოკი ნამდვილად გახდება თქვენი სამზარეულოს შეუცვლელი წევრი, თუკი მას სწორად შეარჩევთ. 

 

ტაფების ფართო არჩევანს ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „გრანდ ელექტრონიქსი“ გთავაზობთ მის ხუთივე ფილიალსა და ვებგვერდზე, რომელიც 24/7-ზე ფუნქციონირებს. „გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტები კი სიამოვნებით შეგარჩევინებენ ტაფებს, რომლებიც თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებს სრულიად დააკმაყოფილებენ.

 

R