გაყინული ხილ-ბოსტნეული ახალზე უფრო სასარგებლოა? - Gemrielia.ge

გაყინული ხილ-ბოსტნეული ახალზე უფრო სასარგებლოა?


კვლევებმა, რომელიც Birds Eye - ის ინიციატივით ჩატარდა , აჩვენა, რომ მაღაზიების დახლთან მიტანამდე ხილ-ბოსტნეული სასარგებლო ნივთიერებების 50% კარგავს.

მაგალითად, პამიდორს მოკრეფიდან რამდენიმე დღეში იმდენი სარგებლის მოტანა აღარ შეუძლია, რაც ახალმოკრეფილს. ასევეა მწვანე ლობიო, რომელიც მაღაზიის დახლზე დიდი ხნის დებით 45%-მდე სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს, ხოლო სტაფილო 10%. ის პროდუქტები, რომლებიც მოკრეფისთანავე დაუყოვნებლივ იყინება მაქსიმალურ ტემპერატურაზე, ინარჩუნებს ყველა ვიტამინს და სასარგებლო თვისებას.