„მკვლელი“ დიეტების მომხრე არასდროს ვყოფილვარ, ის ერთჯერადი ეფექტისთვისაა - გიორგი სუხიტაშვილი ჯანსაღ ცხოვრებაზე, პანდემიაზე, სტრესზე და... - Gemrielia.ge

„მკვლელი“ დიეტების მომხრე არასდროს ვყოფილვარ, ის ერთჯერადი ეფექტისთვისაა - გიორგი სუხიტაშვილი ჯანსაღ ცხოვრებაზე, პანდემიაზე, სტრესზე და...

„ჯანმრთელობის, და არა მარტო მისი, გასაღები განათლებაა. ჯანასაღი ცხოვრების წესის დასაცავად რწმენა საკუთარ თავში უნდა მონახოთ“ - გიორგი სუხიტაშვილი.


- რამდენად ახერხებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას?

 

- ყოველთვის ვახერხებ, ჯერჯერობით.


- როგორია თქვენი კვების რაციონი?

 

- ჩემი კვების რაციონი მაქსიმალურად შეზღუდუალია: არა ცომეული, არა ტკბილი, არა მლაშე, არა ცხარე.

ძირითადად, მოხარშულ საკვებს, ბოსტნეულსა და რძის ნაწარმს მივირთმევ. თუმცა, მწვადზე უარს ვერ ვამბობ.


- როგორ იწყება გიორგი სუხიტაშვილის საუზმე?

 

- ჩემი საუზმე - ეს არის 3-4 მოხარშული კვერცხი, ხაჭო და ბანანი. ხოლო
დღის მეორე ნახევარში მაქსიმალურად ვერიდები ხილ-ბოსტნეულის მიღებას და არც არის რეკომენდებული. საღამოს, ძირითადად, არაფერს ისეთს არ მივირთმევ.

 

- ყავა თუ ჩაი?

- დილით - ყავა, საღამოს - ჩაი.


- ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მავნეა ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლი და თამბაქო, თქვენ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, რა დამოკიდებულება გაქვთ ალკოჰოლსა და თამბაქოსთან?

 

- არვეწევი, არც ვეწეოდი არასდროს და ალკოჰოლთანაც - ძალიან მსუბუქად.


- თუ ვარჯიშობთ და რა ინტენსივობით?

 

- დიახ, თითქმის ყოველდღიურად ვვარჯიშობ. მაგალითად, თუ დილიდან ვიწყებ, საუზმის შემდეგ, ერთსაათიანი პაუზის შემდეგ იწყება ჩემი ვარჯიში.


- რა პერიოდიდან ვარჯიშობთ ?

 

- ბავშვობიდან, დაახლოებით, 6 წლისას მამამ პატარა ჰანტელები მომიტანა და მას მერე სულ ვვარჯიშობ. გააგრძელეთ კითხვა