არტერიულ წნევას აქვეითებს, წონაში კლებას ეხმარება... - დიეტოლოგების კვლევების შედეგები - Gemrielia.ge

არტერიულ წნევას აქვეითებს, წონაში კლებას ეხმარება... - დიეტოლოგების კვლევების შედეგები

ბრიტანელი დიეტოლოგების მოსაზრებით, წონის კლების ამოცანის გადასაჭრელად, რაციონში აუცილებლად უნდა შევიტანოთ ფისტა. მან უნდა შეცვალოს წახემსების სტანდარტული პროდუქტები.

როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, ფისტები ყოველდღიური რაციონის კალორიულობას 20%-ით ამცირებს.

დესერტების ფისტებით შეცვლა ნახევარი წლის განმავლობაში წელის გარშემოწერილობას თითქმის 2 სმ-ით  ამცირებდა რაციონის და ფიზიკური აქტივობის დონის ცვლილების გარეშე. ფისტა შემადგენლობიდან გამომდინარე იდეალურია წახემსებისათვის. ის მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, უჯრედისითა და ცილით.

ფისტები ასევე ნაჩვენებია მომატებული წნევისთვის. ერთი ულუფა ფისტა საკმარისია წნევის დასაქვეითებლად განსაკუთრებული გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის გარეშე. კვლევამ აჩვენა, რომ ეს პროდუქტი ადუნებს სისხლძარღვებს, რითაც ცვლის არტერიულ წნევას.