რა არის ოქროს რძე და რატომ სვამს მას დღეს მსოფლიოს ყველა ცნობილი ადამიანი? - Gemrielia.ge

რა არის ოქროს რძე და რატომ სვამს მას დღეს მსოფლიოს ყველა ცნობილი ადამიანი?

 

ოქროს რძე მსოფლიო ვარსკვლავების უახლესი გატაცებაა. ჯერჯერობით ცოტამ თუ იცის ოქროს რძის შესახებ, მაგრამ  ეს სასმელი თანდათან უფრო პოპულარული ხდება. 

 

 

ინდოეთში კურკუმას სამკურნალო თვისებები რამდენიმე ათწლეულია უკვე ცნობილია. გარდა ამისა, ინდოეთში კურკუმა კეთილდღეობის სიმბოლოდაა მიჩნეული. 

 

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმა, მეცნიერებმა დაიწყეს საუბარი კურკუმას ჯადოსნურ თვისებებზე; ჩართეს იგი ჯანსაღი კვების რაციონსა თუ დიეტებში. კურკუმას საფუძველზე მზადდება ნარევები, რომლებსაც შეუძლიათ სასწაულების მოხდენა ადამიანის ორგანიზმში. 

 

 

ოქროს რძის ძირითადი ინგრედიენტია ხუთი სანელებელი: კურკუმა, ილი, დარიჩინი, კოჭა, შავი პილპილი. შეგიძლიათ გააზავოთ  - ნებისმიერი რძე, თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი.

 

 

 

 

 

ოქროს რძის 5 სასარგებლო თვისება:

 

 

 

1. აძლიერებს იმუნურ სისტემას

 

 

ზოგიერთი მეცნიერი უკვე საუბრობს იმაზე, რომ ოქროს რძე შეიძლება გახდეს კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის საფუძველი.

 

 

2. ანელებს დაბერების პროცესს

 

 

კურკუმას, კოჭას და შავ პილპილს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ისინი ერთად ეფექტურად აშორებენ ტოქსინებს, ასუფთავებენ სისხლს, აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას და კანის ფერს. ანელებენ ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

 

 

3. აუმჯობესებს სუნთქვას

 

 

ოქროს რძე სასარგებლო გავლენას ახდენს ადამიანის რესპირატორული სისტემის ფუნქციონირებაზე. 

 

 

4. ამცირებს ქოლესტერინს და აჩქარებს მეტაბოლიზმს

 

 

დარიჩინი და შავი პილპილი პასუხისმგებელია სისხლში შაქრისა და ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებაზე. მთლიანობაში სანელებლების ნარევი აჩქარებს ცხიმების დამუშავებას და შეიძლება დაეხმაროს საჭმლის მონელებას. 

 

 

5. აუმჯობესებს განწყობას

 

 

ილი და დარიჩინი ბედნიერების სუნელებია. ისინი ააქტიურებენ  ბედნიერების ჰორმონებს და აუმჯობესებენ მეხსიერებას. ამდენად, ოქროს რძე არის ძლიერი საშუალება სტრესსთან და დეპრესიასთან საბრძოლველად.