ერთი ჭიქა დილით, უზმოზე... კურნავს იმ ძირითად პრობლემას, რომელიც ყველა ჭარბწონიან ადამიანს აქვს - Gemrielia.ge

ერთი ჭიქა დილით, უზმოზე... კურნავს იმ ძირითად პრობლემას, რომელიც ყველა ჭარბწონიან ადამიანს აქვს

თუკი ფიქრობ, რომ ზედმეტ კილოგრამებს, ფაქტობრივად, ჰაერიდან აგროვებ, წაიკითხე ეს სტატია.
ამერიკელი ექიმი, ცნობილი ნატუროპათი ჯარვისი მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ხალხური მედიცინის მეთოდებს. მან ყველაზე ეფექტური საშუალებები გამოავლინა და განსაკუთრებული ყურადღება ვაშლის ძმარზე შეაჩერა.

 

ჯარვისმა მოგვითხრო, როგორ უნდა მივიღოთ ეს პროდუქტი იმისათვის, რომ საბოლოოდ გავთავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან, დავირეგულიროთ ნივთიერებათა ცვლა, გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და გავიახალგაზრდავოთ მთელი ორგანიზმი.

 

როგორო ვსვათ სწორად ვაშლის ძმარი?

 

ინგრედიენტები:

1 ს/კ წყალი (სასურველია აუდუღარი - გაფილტრული ან მინერალური).

2 ჩ/კ ვაშლის ძმარი

1 ს/კ თაფლი

მწიკვი სოდა

 

მომზადება:

1. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი, რათა მიიღოთ აქტიური, შუშხუნა სასმელი.

2. ეს გახლავთ ვაშლის ძმრის გამოყენების ყველაზე ოპტიმალური მეთოდი, რომელიც მათაც კი შეუძლია გამოიყენონ, ვისაც მაღალი მჟავიანობა აწუხებს, რადგან სოდა ძმარმჟავას ანეიტრალებს და ამასთან, ინარჩუნებს სასმელში სასარგებლო მიკროელემენტებს!
 

как пить яблочный уксус для здоровья



ვაშლის ძმრიანი წყალი კურნავს იმ ძირითად პრობლემას, რომელიც ყველა ჭარბწონიან ადამიანს აქვს. სისხლის ჯანმრთელი შემადგენლობა, ერითროციტების წარმოქმნის ნორმალური სიჩქარე და კარგი მიმოქცევა - ეს გახლავთ ძმრის გამოყენების შედეგი.
 

ყველა ჭარბწონიან ადამიანს აქვს შენელებული სისხლის მიმოქცევა და ხშირად ანემიაც. სისუსტე, თავბრუსხვევა, ოფლიანობა - ყველა ეს პრობლემა ახასიათებს ზედმეტ კილოგრამებს. ვაშლის ძმარი აუმჯობესებს სისხლის მდგომარეობას, აჩქარებს და აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს. შედეგი უკვე 2 კვირაში შესამჩნევია!


რა დოზით მივიღოთ ეს სამკურნალო საშუალება იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ? ერთი ჭიქა დილით, უზმოზე, ხოლო მეორე ჭიქა - საღამოს, ვახშმამდე 30 წუთით ადრე.


რა თქმა უნდა, მკურნალობის ამ კურსის გავლისას, საჭიროა ამოიღოთ რაციონიდან ცომეული, ტკბილეული და უპირატესობა მიანიჭოთ ხილსა და ბოსტნეულს.


ძმარი არ წვავს ცხიმოვან ქსოვილს! მაგრამ ააქტიურებს ნახშირწყლების გადამუშავების პროცესს.

 

წყარო