„პასკას ქაღალდებში ვაცხობ და ძირები მაინც იწვის“ – რჩევები და ხრიკები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

„პასკას ქაღალდებში ვაცხობ და ძირები მაინც იწვის“ – რჩევები და ხრიკები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

პასკების გამოცხობა ერთი დიდი რიტუალია. რა ჯობს, აღდგომის ბრჭყინვალე დღესასწაულის დახვედრას სახლში გამომცხვარი პასკებით, მაგრამ შეიძლება გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც მოხდეს, ეს რომ თავიდან აიცილოთ, გიზიარებთ გამოცდილი დიასახლისების რჩევებს: 

 

 

საცხობი ფორმების ძირში პერგამენტი დააფინეთ, ცხიმი წაუსვით მთლიანად, გარშემო და ძირშიც, შემდეგ მოაყარეთ დაფქვილი, გამხმარი პური. 

 

 

ღუმელში დადეთ წყლიანი ჯამი, ცხობის დროს. ამოსვლაშიც ეხმარება ცომს და პასკაც ძალიან ნოტიო გამოდის. 

 

 

მუყაოს ყუთის ფენაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ჩააფინეთ, მუყაო არ იწვის და არც ძირი ეწვება პასკას. შეგიძლიათ ჩააბრუნოთ და შემდეგ გამოაცხოთ, ზეთი წაუსვით აუცილებლად. 

 

 

 

 

ორი საცხობი ფორმა დადეთ ერთმანეთზე, თაბახის ფურცლები დააფინეთ და ისე დაალაგეთ პასკები, გაზში ცხობისას, უმჯობესია ვენტილაციას თუ ჩაურთავთ. 

 

 

ტაფას, რომელზეც დებთ ფორმებს, ქვეშ მეორე ტაფაც დაუდეთ და აღარ დაგიწვავთ ძირებს. 

 

 

სანამ ქაღალდს ჩააფენთ, ფქვილი მოაყარეთ ფორმას, ტორტის ცხობისასაც გამოგადგებათ, ამ ხერხით ძირი არასოდეს ეწვის. 

 

 

თუ გაზქურა ძლიან ძველია, წყალი დაუდგით ქვეშ და მარილიც მოაყარეთ საცხობ ფორმაზე.